მონტე-კარლო
მონტე-კარლო (ფრანგ. Monte Carlo) — მონაკოს ერთ-ერთი რაიონი, რომელიც შეცდომით მიაჩნიათ როგორც ქალაქი და ხშირად მონაკოს დედაქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
მონტე-კარლო ფრანგ. Monte Carlo | |
ქალაქის ხედი | |
ქვეყანა | მონაკო |
კოორდინატები | 43°44′23″ ჩ. გ. 7°25′38″ ა. გ. / 43.73972° ჩ. გ. 7.42722° ა. გ. |
დაარსდა | 1866 |
ფართობი | 0.28146 კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ფრანგები, იტალიელები, მონეგასკები |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 98000 |
საავტომობილო კოდი | MC |
მონტე-კარლო ცნობილია კაზინოებითა და აზარტული თამაშებით. მუდმივი მოსახლეობა დაახლოებით 15 000 ადამიანია. მონტე-კარლო მოიცავს არა მარტო საკუთარ ტერიტორიას, სადაც განთავსებულია ცნობილი სამორინე „Le Grand Casino“, არამედ სენტ-მიშელისა და სენტ-რომანის გარკვეულ ტერიტორიას.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დაარსდა 1866 წელს. მონტე-კარლო მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან, რაც „ჩარლზის მთას“ ნიშნავს. მთას, რომელზეც რაიონია გაშენებული, სახელი პრინც ჩარლზ III-ის პატივსაცემად ეწოდა.
კულტურა
რედაქტირებამონტე-კარლო ბევრ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში ფიგურირებს. მაგალითად 1930 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი „მონტე-კარლო“.
სპორტი
რედაქტირებამონტე-კარლოშია მონაკოს წრის უდიდესი ნაწილი, რომელზედაც იმართება ფორმულა 1-ის რბოლები მონაკოს გრანპრის განმავლობაში. მონტე-კარლო ასევე მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატებს ბოქსში, ევროპული პოკერტურის ფინალს და მსოფლიოს ნარდის ჩემპიონატს. აგრეთვე მოდის ჩვენებებს და სხვა მოვლენებს.
კლიმატი
რედაქტირებაწლიური ამინდი — მონტე-კარლო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
საშუალო მაღალი °F (°C) | 55 (13) | 55 (13) | 58 (14) | 61 (16) | 67 (19) | 74 (23) | 79 (26) | 80 (27) | 75 (24) | 68 (20) | 61 (16) | 56 (13) | 67 (19) |
საშუალო დღიური °F (°C) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °F (°C) | 42 (6) | 43 (6) | 46 (8) | 49 (9) | 56 (13) | 62 (17) | 67 (19) | 68 (20) | 63 (17) | 56 (13) | 48 (9) | 43 (6) | 55 (13) |
ნალექი დუიმი (მმ) | 3.5 (88.9) | 3 (76.2) | 2.9 (73.7) | 2.9 (73.7) | 2.5 (63.5) | 1.9 (48.3) | 1.5 (38.1) | 0.7 (17.8) | 1.2 (30.5) | 2.6 (66) | 4.4 (111.8) | 4.6 (116.8) | 31,7 (805,2) |
წყარო: {{{source}}} {{{accessdate}}} |
გალერეა
რედაქტირება-
სამორინე „მონტე-კარლო“
-
ოტელი „პარიზი“
ცნობილი მაცხოვრებლები
რედაქტირება- ბონო (ჯგუფ U2-ს ვოკალისტი)
- ჯენსონ ბატონი (ფორმულა ერთის მრბოლელი)
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (მსოფლიოს პირველი ჩოგანი)
- მიკელე ფერერო (Ferrero SpA-ს ყოფილი მფლობელი)
- ჯინა ლოლობრიჯიდა (მსახიობი)[1]
- როჯერ მური (მსახიობი და UNICEF-ის ელჩი)
- მაიკ ოლდფილდი (მუსიკოსი)
- რინგო სტარი (The Beatles-ის დრამერი)[2]
- კაროლინა ვოზნიაცკი (ყოფილი მსოფლიოს პირველი ჩოგანი)
- რობინ სოდერლინგი (ყოფილი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Monte Carlo, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Monaco Portal დაარქივებული 2021-03-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Squires, Nick (29 January 2013). „'Most beautiful woman in the world' Gina Lollobrigida in bizarre fake marriage plot“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2016.
- ↑ World Entertainment News Network. Ringo Moves To Monte Carlo To Avoid Tax Laws. Contactmusic.com.