მაიკლ გორდონ ოლდფილდი (დ. 1953 წლის 15 მაისს, ბერკშირში) — ინგლისელი მულტი-ინსტრუმენტალისტი, მუსიკოსი და კომპოზიტორი. იგი მუშაობს ჟანრში, რომელიც ითავსებს როკის სხვადასხვა განხრას და ხალხურ მუსიკას. მუსიკოსი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი 1973 წლის ალბომით Tubular Bells (რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტული კონცეპტუალური ალბომია) და სინგლით „Moonlight Shadow“.[2]

მაიკ ოლდფილდი

მაიკ ოლდფილდი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაიკლ გორდონ
ოლდფილდი
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1953 (1953-05-15) (71 წლის)
დაბ. ადგილი რედინგი (ინგლისი), გაერთიანებული სამეფო[1]
წარმოშობა რედინგი, ბერკშირი,
ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ემბიენტი
ჩილაუტი
ევროპოპი
მინიმალიზმი
ნიუ ეიჯი
პროგრესული როკი
ტრანსი
საქმიანობა გიტარისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი, თამაშების დიზაინერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, პერკუსია, ვოკალი, ბას გიტარა, დასარტყმელი საკრავები, ფორტეპიანო, ორგანი, ზარები, მანდოლინა
აქტიური 1967 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Virgin, Reprise/Warner Bros., Mercury/Virgin EMI/Universal
საიტი mikeoldfieldofficial.com
მაიკ ოლდფილდი ვიკისაწყობში

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

კარიერის პირველი წლები

რედაქტირება

ოლდფილდის მშობლები არიან მორინ და რეიმონდ ოლდფილდები, ექთანი და ექიმი. მისი და, სალი ოლდფილდი და ძმა ტერი ოლდფილდი ასევე არიან მუსიკოსები და წარსულში რამდენიმეჯერ დაუკრეს მაიკის ალბომებზე. ბავშვობისას ოლდფილდი დადიოდა ბერკშირის საპრეზენტაციო კოლეჯში.

თავის პირველ ჯგუფთან, Sallyangie (სალი ოლდფილდის მონაწილეობით) მაიკმა ჩაწერა დისკი Children of the sun, რასაც მოჰყვა მოკლე საკონცერტო ტურნე. 1968 წელს დუეტმა დაასრულა არსებობა და ჩამოყალიბდა ახალი პროექტი - Barefoot, რომელმაც ერთი წელიც არ იარსება. 1969 წელს მაიკი გიტარისტის სახით შეუერთდა კევინ ეიერსის პროექტს The Whole World. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე იყო დევიდ ბედფორდი, რომელიც მოგვიანებით მაიკის სოლო-ალბომებზეც უკრავდა.

სოლო-კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

ალბომი Tubular Bells ჩაფიქრებული იქნა ჯერ კიდევ ეიერსის პროექტში მონაწილეობისას. 1971 წელს ეიერსმა დაშალა The Whole World და მაიკმა გადაწყვიტა, სოლო-ფირფიტა ჩაეწერა. 1972 წელს უკვე მზად იყო მისი დემო-ვერსია, რომელიც ოლდფილდს იმდენად მოეწონა, რომ ყველა ხმისჩამწერ კომპანიას გაუგზავნა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მან დააინტერესა, იყო რიჩარდ ბრენსონი, ჩამოფასებული გრამფირფიტების მაღაზიების ქსელის პატრონი. მაგრამ დისკის ჩაწერის ფინანსური საშუალება მაიკს არ ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ რიჩარდმა გახსნა საკუთარი ხმისჩამწერი ფირმა და მოიწვია ოლდფილდი. თავისი მეგობრის, ტომ ნიუმენის დახმარებით, 25.000 გირვანქა სტერლინგის ხელშეწყობით მან ოქსფორდის გარეუბანში შეიძინა სახლი, რომელიც სტუდიად აქცია. მაგრამ ირგვლივ დასახლებული პუნქტი იყო და ჩაწერის დროს წარმოქმნილი ხმაური აწუხებდა მეზობლებს. ამიტომ ერთ-ერთი პიროვნება ყოველთვის მორიგეობდა ფანჯარასთან და როგორც კი პოლიციას ხედავდა, მუსიკოსები წამეში სამზარეულოში გადადიოდნენ, სადაც მშვიდად სვამდნენ ყავას.

ალბომზე მუშაობისას ოლდფილმა გამოიყენა ყველა ნიჭი, რათა ჩაეწერა მუსიკა. დისკის პირველი ნაწილი შეიქმნა 1 კვირაში, მეორე - 1 თვეში. მაიკმა თავად დაუკრა თითქმის ყველა ინსტრუმენტზე, სხვადასხვა დამატებისათვის გამოიყენა თითქმის 2300 ნაწყვეტი. ელკი ბრუქსის გამოსვლას კანის მუსიკალურ ფესტივალზე ახლდა Tubular Bells-ის პრემიერა. ხმისჩამწერმა კომპანიებმა მეტი ინტერესი გამოიჩინეს ბრუქსის შემოქმედებისადმი, თუმცა მოგვიანებით იგი მივიწყებული იქნა. ოლდფილდით დაინტერესდა კომპანია Mercury Records, მაგრამ მაიკს არ მოეწონა, რომ მას სთხოვდნენ ვოკალური პარტიების დამატებას, ასე რომ დისკის გამოცემაზე კვლავ ბრენსონმა იზრუნა.

მან შექმნა Virgin Records და ოლდფილდის დებიუტი იქცა მასზე გამოცემულ პირველ დისკად. ამის შემდეგ მისი პირველი საკონცერტო შესრულება შედგა 28 ივნისს, ლონდონში. ამჯერად კრიტიკოსებმა ის დადებითად შეაფასეს, ხოლო ოლდფილდს მსმენელთა საკუთარი წრეც გაუჩნდა. დისკი 1 წლის მანძილზე 2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა, ხოლო დღემდე გაყიდულია მისი 16.000.000-მდე ასლი. 1973 წელს ის ბრიტანეთში ერთ-ერთ გაყიდვად ალბომად იქცა. გარდა ამისა მან წარმატება აშშ-შიც ჰპოვა, ხოლო მუსიკა ალბომიდან გამოყენებული იქნა ფილმში ეშმაკის განმდევნელი. ფირფიტის წარმატება დაჩრდილა მხოლოდ ოლდფილდის შემდეგმა ალბომმა, Hergest Ridge.

Hergest Ridge გამოვიდა 1974 წელს და დაამტკიცა, რომ ოლდფილდი ერთდღიანი წარმატებისა და მნიშვნელობის მქონე მუსიკოსი არ იყო. ამასთან, Hergest Ridge. მოხვდა ალბომების ჩარტის #1 ადგილზე (Tubular Bells-ისგან განსხვავებით). მთელ მსოფლიოში მაიკი იქცა რიგით მესამე მუსიკოსად, რომელმაც საკუთარი თავი ჩარტებიდან ამოაგდო - პოლ მაკ-კარტნისა და ბობ დილანის შემდეგ.

ოლდფილდის მესამე დისკმა Ommadawn კარგად აჩვენა ოლდფილდის, როგორც კომპოზიტორის ნიჭი. მას საუკუნის შედევრიც კი ეწოდა. მაშინ მაიკის ალბომის ჩაწერაში პირველად მიიღეს მონაწილეობა სხვა მუსიკოსებმაც. დისკის გამოცემას მოჰყვა შემოქმედებითი პაუზა. 1978 წლამდე მუსიკოსი არ გამოჩენილა პრესის წინაშე. ამ პერიოდში ლეიბლმა გამოსცა მისი სამი ალბომის ერთიანი ვერსია ყუთის სახით, Boxed, რასაც დაემატა სხვა მუსიკოსებთან ერთად ჩაწერილი მეოთხე დისკიც. პარალელურად ოლდფილდი გრძნობდა, რომ მაყურებელს ძალიან ერიდება და ამისათვის სპეციალურ კურსებსაც კი დაესწრო, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო. მაგრამ მათი განქორწინება მოხდა 1 თვის შემდეგ.

1978 წელს მუსიკოსი დაბრუნდა სცენაზე და გამოსცა ორმაგი სტუდიური დისკი Incantations, რომელზეც ვოკალიც იქნა გამოყენებული. მაშინ ოლდფილდმა ყველა გააოცა თავისი მოულოდნელად შეცვლილი იმიჯით და გამართა საკონცერტო ტურნე, რომელშიც 100-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობდა. ყველა კონცერტს დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ მაიკის ანგარიშზე დიდი ვალიც დაგროვდა - 100.000 გირვანქის სახით. ტურის ფრაგმენტები შეტანილია მის საკონცერტო ალბომში Exposed.

1979 წელს გამოვიდა მორიგი დისკი, Platinum - ხანგრძლივი ინსტრუმენტული კომპოზიციით ფირფიტის ერთ მხარეს და ოთხი სხვა კომპოზიციით - მეორე ნახევარში. პირველად ოლდფილდის შემოქმედებაში გამოყენებული იქნა სხვა კომპოზიტორების, ფილიპ გლასისა და ჯორჯ გერშვინის კომპოზიციებიც. ჩატარდა საკონცერტო ტურნე Platinum, თუმცა ამჯერად მასში მხოლოდ 11 მუსიკოსი მონაწილეობდა.

დისკოგრაფია

რედაქტირება
მთავარი ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ოფიციალური საიტები
ფანების გვერდები
სხვა გვერდები
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119287846 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Mike Oldfield profile. Decca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 23 August 2011.