Tubular Bells 2003მაიკ ოლდფილდის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2003 წელს. ამ ალბომში შეტანილია დისკის Tubular Bells ყველა კომპოზიციის ახლებური შესრულება, რომელიც ჩაწერილი იქნა ციფრული ტექნოლოგიით.

Tubular Bells 2003

სტუდიური ალბომი - მაიკ ოლდფილდი
გამოცემის თარიღი 27 მაისი, 2003
ჩაიწერა აგვისტო 2002 - თებერვალი 2003
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 48:38
ლეიბლი Warner
პროდიუსერი მაიკ ოლდფილდი
მაიკ ოლდფილდი – ქრონოლოგია

Tres Lunas
(2002)
Tubular Bells 2003
(2003)
Light + Shade
(2005)
სინგლები ალბომიდან Tubular Bells 2003
  1. „Introduction 2003“
    გამოვიდა: 24 აპრილი 2003
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2.5/5 stars[1]

ოლდფილდის თქმით, მას არასოდეს მოსწონდა ორიგინალური ჩანაწერი, რადგანაც იგი მხოლოდ რამდენიმე კვირაში ჩაიწერა და იმდროინდელმა (1973) ტექნოლოგიამ ვერ დააკმაყოფილა მისი ყველა მოთხოვნილება. ამიტომაც 2002-2003 წლებში ჩაწერილი და გამოცემული იქნა მისი ახალი ვარიანტი. გამოცემა დაემთხვა პირველი ვერსიის იუბილეს და ასევე ოლდფილდის 50ე დაბადების დღეს.

განსხვავება პირველი ვერსიისგან ის არის, რომ ახალი ვარიანტის ჟღერადობა უფრო მდიდარია სინთეზატორებით. ასევე, ინსტრუმენტების წარმდგენი ვივიენ მარშალი (ორიგინალური ვერსიიდან) ამ დროისთვის გარდაიცვალა და წარმდგენის როლი შეასრულა მსახიობმა ჯონ კლიზმა.

ორიგინალური გამოცემისგან განსხვავებით, ალბომის ორივე კომპოზიცია დაყოფილია ქვეთავებად და ინდექსირებულია კომპაქტ დისკზე.

სიმღერების სიარედაქტირება

ნაწილი 1

  1. Introduction – 5:52
  2. Fast Guitars – 1:04
  3. Basses – 0:46
  4. Latin – 2:18
  5. A Minor Tune – 1:21
  6. Blues – 2:40
  7. Thrash – 0:44
  8. Jazz – 0:48
  9. Ghost Bells – 0:30
  10. Russian – 0:44
  11. Finale – 8:32 (ჯონ კლიზის მონაწილეობით)

ნაწილი 2

  1. Harmonics – 5:12
  2. Peace – 3:30
  3. Bagpipe Guitars – 3:08
  4. Caveman – 4:33
  5. Ambient Guitars – 5:10
  6. The Sailor's Hornpipe – 1:46 (ხალხური სიმღერა)

დამატებითი DVDრედაქტირება

  • დისკი 2
  1. Introduction – 5:51
  2. Fast Guitars – 1:04
  3. Basses – 0:46
  4. Introduction 2003 'The video' – 3:41

DVD-Audio - დამატებებირედაქტირება

1971 წლის დემოები
  1. Tubular Bells Long – 22:57
  2. Caveman Lead-In – 2:46
  3. Caveman – 5:05
  4. Peace Demo A – 7:00
  5. Peace Demo B – 4:18
საკონცერტო შესრულება
  1. Sentinel – ვიდეოდან Tubular Bells II – Live at Edinburgh Castle 1992 – 8:06
  2. Far Above the Clouds – ვიდეოდან Tubular Bells III – Live at Horseguards Parade, London 1998 – 4:40

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება