კაროლინა ვოზნიაცკი

კაროლინა ვოზნიაცკი (დან. Caroline Wozniacki; დ. 11 ივლისი, 1990, ოდენსე, დანია) — დანიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

კაროლინა ვოზნიაცკი

ვოზნიაცკი მადრიდის მასტერსზე 2015 წელს
ქვეყანა (სპორტი) დანიის დროშა დანია
საცხოვრებელი ადგილი მაიამი, ფლორიდა, აშშ
დაიბადა 11 ივლისი, 1990 (1990-07-11) (34 წლის)
ოდენსე, დანია
სიმაღლე 177 სმ.
პროფესიონალი 2005
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი პიოტრ ვოზნიაცკი (2004–)
ფულადი პრიზი 30,880,173 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი carolinewozniacki.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 602–243 (71.24%)
ტიტულები კარიერაში 30
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (11 ოქტომბერი, 2010)
მიმდინარე რეიტინგი მე-2 (8 ოქტომბერი, 2018)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2018)
საფრანგეთის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2010, 2017)
უიმბლდონი 4რ (2009, 2010, 2011, 2014, 2015, 2017)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (2009, 2014)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2017)
ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალი (2012)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 36–55 (39.56%)
ტიტულები კარიერაში 2
უმაღლესი რეიტინგი 52-ე (14 სექტემბერი, 2009)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (2008)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (2010)
უიმბლდონი 2რ (2009, 2010)
აშშ-ის ღია პირველობა 3რ (2009)
ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2018.

ვოზნიაცკის მოგებული აქვს 1 დიდი სლემის ტურნირი – 2018 წელს, მან ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი სამ სეტში დაამარცხა[2]. დანიელმა ასევე ერთხელ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი[3]. ჯამში მას WTA-ის 30 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. 2010 წელს, ვოზნიაცკიმ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და გახდა სკანდინავიური ქვეყნებიდან პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც აღნიშნულის მიღწევა შეძლო. ჯამში სხვადასხვა წლებში, იგი 71 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ვოზნიაცკი დანიის ქალაქ ოდენსეში პოლონელი ემიგრანტების – პიოტრ ვოზნიაცკის და ანა ვოზნიაცკას ოჯახში დაიბადა. დედა პოლონეთის ხელბურთელთა ნაკრების წევრი იყო, ხოლო მამა პროფესიონალი ფეხბურთელი. წყვილი დანიაში საცხოვრებლად მაშინ გადავიდა, როდესაც პიოტრმა საფეხბურთო კარიერა დანიაში გააგრძელა. კაროლინას ჰყავს უფროსი ძმა – პატრიკი, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. კაროლინამ ჩოგბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო. პიოტრი ყოველთვის მისი მთავარი მწვრთნელი იყო.

ვოზნიაცკის ჰობია ხელბურთი, ფეხბურთი, ცურვა, პიანინოზე დაკვრა და სხვა[4]. კაროლინა ინგლისური საფეხბურთო კლუბის – „ლივერპულის“ გულშემატკივარია. იგი კარგად ფლობს დანიურ, პოლონურ და ინგლისურ ენებს. ასევე ესმის რუსული ენაც.

სტატისტიკა და მიღწევები

რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 3 (1–2)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2009 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   კიმ კლეისტერსი 5–7, 3–6
მარცხი 2014 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   სერენა უილიამსი 3–6, 3–6
გამარჯვება 2018 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   სიმონა ჰალეპი 7–6(7–2), 3–6, 6–4

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 2 (1–1)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2010 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, დოჰა ჰარდი   კიმ კლეისტერსი 3–6, 7–5, 3–6
გამარჯვება 2017 WTA-ის ფინალი, სინგაპური (1) ჰარდი (დ)   ვინუს უილიამსი 6–4, 6–4

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Rankings WTA Tennis“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. „Australian Open: Caroline Wozniacki beats Simona Halep to win first Grand Slam title“. bbc.com. ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2018.
  3. „WTA Finals: Caroline Wozniacki beats Venus Williams to win season finale“. bbc.com. ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2018.
  4. „20 Questions with Tennis Phenom Caroline Wozniacki“. teenvogue.com. ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2018.