ჯინა ლოლობრიჯიდა
ლუიჯია (ჯინა) ლოლობრიჯიდა (იტალ. Gina Lollobrigida; 4 ივლისი, 1927, სუბიაკო — გ. 16 იანვარი, 2023, რომი, იტალია) — იტალიელი მსახიობი, ფოტოჟურნალისტი და მოქანდაკე. 1950-იან და 1960-იან წლებში იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. მიიჩნევა 1950-იან წლების სექს-სიმბოლოდ. ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსის ჯილდოზე ნომინირებული იყო სამჯერ, საიდანაც მოიგო ერთი.
ჯინა ლოლიბრიჯიდა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 ივლისი, 1927 სუბიაკო, იტალიის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
16 იანვარი, 2023 (95 წლის) რომი, იტალია |
მოქალაქეობა | იტალია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1946–1997 |
მეუღლე(ები) | მილკო შკოფიჩი (იქ. 1949; გ. 1971) |
ჯილდოები |
ჯინა ლოლობრიჯიდას დებიუტი 1946 წელს შედგა ფილმში „შავი არწივი“; პოპულარობა მოიპოვა „მის იტალიის“ (1947) სილამაზის კონკურსის შემდეგ. ჟერარ ფილიპთან ერთად ითამაშა კრისტიან ჟაკის სათავგადასავლო კომედიაში „ფანფან-ტიტა“. 1950-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა „ვარდისფერი ნეორეალიზმის“ ფილმებში, მ.შ. კომედიებში, რომლებმაც მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა (ლუიჯი კომენჩინის „პური, სიყვარული და ფანტაზია“ და „პური, სიყვარული და ეჭვიანობა“, სადაც ლოლობრიჯიდას პარტნიორი იყო ვიტორიო დე სიკა). შემდგომში მონაწილეობდა უპირატესად გასართობი ხასიათის იტალიურ, ევროპულ და ამერიკულ ფილმებში („სოლომონი და საბაელთა დედოფალი“, „საიმპერიო ვენერა“ და სხვ.). 1970-იან წლებში, აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, ლოლობრიჯიდამ დადგა დოკუმენტური ფილმი კუბის შესახებ „ფიდელის პორტრეტი“ (1975), დაკავდა სამხატვრო ფოტოგრაფიით. სხვა ფილმებს შორისაა: „ფრთხილად, ბანდიტები!“, „ღამის ლამაზმანები“, „პროვინციელი“, „რომაელი“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „ყოველ სექტემბერს“, „მშვენიერი ნოემბერი“, „მეფე, ქალი, ვალეტი“. 1980-იანი წლებიდან დაკავებული იყო ქანდაკებით.[1]
კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისა და შემოქმედებისათვის მიღებული ჰქონდა დასავლეთ ბერლინის (1986), კარლოვი-ვარის (1995) და მოსკოვის (1997) საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები. დაჯილდოვებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით (1995).[1]
ლოლობრიჯიდა 2023 წლის 16 იანვარს, რომში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯინა ლოლობრიჯიდა“ ვიკისაწყობში.
- ჯინა ლოლობრიჯიდა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Gina Lollobrigida- Biography. movies.yahoo.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Босенко В. И. Лоллобриджида Джина // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 766.
- ↑ „È morta Gina Lollobrigida, aveva 95 anni - Speciali“. ANSA.it (იტალიური). 16 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Morta Gina Lollobrigida, la "bersagliera" del cinema italiano“. la Repubblica (იტალიური). 16 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)