მიკელე ფერერო
მიკელე ფერერო (იტალ. Michele Ferrero; 26 აპრილი, 1925, დოლიანი — 14 თებერვალი, 2015, მონაკო) — იტალიელი მეწარმე. იყო ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საკონდიტრო კომპანიის, Ferrero SpA-ს მფლობელი. მან Ferrero განავითარა მამამისის მცირე საცხობისა და კაფედან, რომელიც ალბაში, პიედმონტის კომუნაში მდებარეობდა. მიკელე ფერეროს პირველი დიდი წარმატება იყო ტრადიციულ ჯანდუიას პასტაში მცენარეული ზეთის დამატება, რამაც ნუტელას თავბრუდამხვევ პოპულარობას დაუდო საფუძველი.
მიკელე ფერერო | |
---|---|
მშობლიური სახელი | Michele Ferrero |
დაბადების თარიღი |
26 აპრილი, 1925 დოლიანი, პიედმონტი, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
14 თებერვალი, 2015 (89 წლის) მონტე-კარლო, მონაკო |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | იტალია |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
ქონება | $26 მლრდ (მაისი, 2014) |
რელიგია | კათოლიციზმი |
შვილ(ებ)ი |
პიეტრო ფერერო ჯოვანი ფერერო |
მშობლები |
მამა: პიეტრო ფერერო დედა: პიერა ჩილარიო |
ჯილდოები | |
საიტი | www.ferrero.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიკელე ფერერო დაიბადა 1925 წლის 26 აპრილს დოლიანიში პიერა ჩილარიოს და პიეტრო ფერეროს ოჯახში, რომელმაც დააარსა კომპანიები Ferrero და Piera Rocher.
კარიერა
რედაქტირებაპერერო ფირმას 1945 წელს შემოუერთდა.
იგი იყო იტალიის უმდიდრესი პიროვნება $26 მილიარდის ღირებულების ქონებით, რითაც მან 2008 წლის მარტში სილვიო ბერლუსკონი ჩამოიტოვა. 2014 წლის მაისში „ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსში“ (Bloomberg Billionaires Index) ფერერო მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-20 ადგილი დაიკავა.
ფერეროს ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან: Nutella, Mon Chéri, Kinder Chocolate, Ferrero Rocher, Tic Tac და Kinder Surprise.
1997 წლიდან მიკელეს ვაჟები, ჯოვანი ფერერო და პიეტრო ფერერო კომპანიის ხელმძღვანელობაში ჩაერთნენ. 2011 წლის 18 აპრილს პიეტრო ფერერო გარდაიცვალა სამხრეთ აფრიკაში უბედური შემთხვევის შედეგად.[1] ჯოვანი ფერერო გახდა ერთპიროვნული აღმასრულებელი დირექორი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაფერეროს ჰყავდა მეუღლე მარია-ფრანკა ფისოლო და ორი ვაჟი ჯოვანი და პიეტრო ფერეროები.[1]
იგი იყო კათოლიკე და გამოირჩეოდე რელიგიურობით. ფერერო ყოველ წელს ინახულებდა ლურდის სიწმინდეებს, ყველა ქარხანასა და ოფისში ჰქონდა განთავსებული მადონა[2]. ფერერო გარდაიცვალა 89 წლის ასაკში 14 თებერვალს, 2015, მონტე-კარლოში მდებარე საკუთარ სახლში[3].