ფორმულა ერთი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ფორმულა ერთი (ინგლ. Formula One, ასევე ფორმულა-1, ან არაოფიც. სამეფო ფორმულა) — მსოფლიო ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში. ავტორბოლის ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობა.
![]() ფორმულა ერთის ლოგოტიპი | |
კლუბები | 10 |
---|---|
მახასიათებლები | |
წევრები | 20 |
ქვეყანა/რეგიონი | საერთაშორისო |
მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ყოველ წელს და ცალკეული ეტაპებისგან შედგება. ჩემპიონატის გამარჯვებული წლის ბოლოს ვლინდება. ამ ჩემპიონატში ასპარეზობენ როგორც ცალკეული პილოტები, ასევე გუნდებიც. პილოტები ასპარეზობენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები — კონსტრუქტორთა თასისთვის. ფორმულა ერთის მიმდინარე ჩემპიონია მაქს ვერსტაპენი (2021)[1], ხოლო კონსტრუქტორთა თასის — მერსედესი[2].
ფორმულა ერთის ჩემპიონატის გრან-პრირედაქტირება
გრან-პრიში მონაწილეობის მისაღებად, პილოტს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სუპერლიცენზია. ფორმულა ერთის გრან-პრი რამდენიმე სესიისგან შედგება.
თავისუფალი პრაქტიკარედაქტირება
- პრაქტიკები 3 ნაწილადაა დაყოფილი. სამივე პრაქტიკა ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. უმეტეს შემთხვევაში პირველი ორი სესია პარასკევს, ხოლო მესამე შაბათსაა, თუმცა მონაკოს გრან-პრიზე, პირველი ორი სესია ხუთშაბათს, ხოლო შაბათს მესამე სესია ტარდება.
- რბოლაში მონაწილეობის მისაღებად, პილოტი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს პრაქტიკის რომელიმე სესიაში.
კვალიფიკაციარედაქტირება
2006 წლიდან ფორმულა ერთში კვალიფიკაციის ახალი განლაგება შემოიტანეს: პირველი სეგმენტი 18 წუთს გრძელდება, მეორე სეგმენტი - 16-ს, ხოლო მესამე მხოლოდ 12 წუთს.
- პირველ სესიაში (Q1) მონაწილეობას ყველა პილოტი იღებს. ისინი ტაბულაზე მათ მიერ განვლილ დროს აქვეყნებენ, სესიის ბოლოს პილოტები, რომლებმაც მე-15 პოზიციაზე დაბალი დაიკავეს, სესიას ტოვებენ, და სხვა სესიებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
- მეორე სესიაში (Q2) მონაწილეობას დარჩენილი 15 პილოტი იღებს. მათგან ბოლო 5 ვარდება და მესამე სესიაში არ იღებს მონაწილეობას.
- მესამე სესიაში (Q3) მონაწილეობას დარჩენილი 10 პილოტი იღებს. სესიის შემდეგ მათი რეზულტატებიდან გამომდინარე, რბოლას ისინი გარკვეული პოზიციიდან იწყებენ.
რბოლარედაქტირება
რბოლა კვირას ტარდება, თუმცა მის უშუალოდ დაწყებამდე პილოტები 1 წრეს არტყამენ, რომლის დროს პოზიციის შეცვლის უფლება არ აქვთ. რბოლის წრეების რაოდენობა ტრასის სიგრძიდან გამომდინარე ითვლება. ფინალურ პროტოკოლში მოსახვედრად, პილოტი ვალდებულია გაიაროს მოცემული დისტანციის მინიმუმ 90%.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფორმულა ერთი“ ვიკისაწყობში.
- ფორმულა ერთი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ↑ FIA Formula One World Championship 2021 Driver Standings. FIA Formula One Official Website (2021).
- ↑ FIA Formula One World Championship 2021 Constructor Standings. FIA Formula One Official Website (2021).