გივი თოიძე

(გადამისამართდა გვერდიდან გრიგოლ თოიძე)

გრიგოლ (გივი) თოიძე (დ. 18 დეკემბერი, 1932, თბილისი — გ. 10 თებერვალი, 2022 [2]) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967), საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1988) თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი.

გივი თოიძე
დაიბადა 18 დეკემბერი, 1932(1932-12-18)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 10 თებერვალი, 2022(2022-02-10)[1] (89 წლის)

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში. 1995 წლიდან არის პროფესორი. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია — „ზამთარი“; სერია მოგზაურობის თემებზე — „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“; ქალაქური პეიზაჟები — „ძველი თბილისი“, „ნარიყალა“; მისი ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა: ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია); მისი ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკის და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება