ვახტანგ ტატიშვილი

ქართველი მომღერალი და მსახიობი, ღირსების ორდენის კავალერი (1994), საქართველოს სსრ-ის დამსახურებულ

ვახტანგ ტატიშვილი (დ. 24 ნოემბერი, 1941, ბათუმი) — ქართველი მომღერალი და მსახიობი, ღირსების ორდენის კავალერი (1994), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1979), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011),[1] სსრკ-ის „საკავშირო კონკურსის“ ლაურეატი (1977).

ვახტანგ ტატიშვილი
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1941 (1941-11-24) (82 წლის)
ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ტატიშვილი დაიბადა 1941 წლის 24 ნოემბერს ბათუმში.

1963 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1963-1965 წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა.[2] 1965-1968 წლებში იყო ანსამბლ „ტრიოს“ წევრი (მარეხი გოძიაშვილთან და ჯემალ ბაღაშვილთან ერთად). 1968 წლიდან ფილარმონიის ანსამბლ „ივერიის“ სოლისტია.

მონაწილეობა აქვს მიღებული კონცერტებში: „ივერია, სიყვარული და“ (1973), „უმცროსი და...“ (1977), „ჩხიკვთა ქორწილი“ (1984); „არგონავტები“ (1986) და სხვ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში, გვ. 437, თბილისი, 2006 წელი, „პარაგრაფი“, ISBN 9994091506

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერიის საიტი. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021.
  2. 55 წელი დიდ სცენაზე. Artfolk.ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.[მკვდარი ბმული]