თამაზ ტყემალაძე (დ. 29 ივლისი, 1949, სოფ. ლელიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — გ. 6 დეკემბერი, 2021 ) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე (2014), საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტი (2014), საჩხერის საპატიო მოქალაქე (2015),თბილისის საპატიო მოქალაქე (2017), ყვარლის საპატიო მოქალაქე (2000)

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967 წლიდან დაიწყო ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობა. 1970-1972 წლებში იყო არქეოლოგიური ექსპედიციიების მეთაური. დასავლეთ საქართველოს სამშენებლო რაზმების მეთაური (1973). მონაწილეა ექსპედიციებისა: მყინვარწვერი, სამდინარო ექსპედიცია „ოქროს საწმისი“, ველოგადარბენა: თბილისი - კახეთის რკალი. სანაოსნო: ალაზნის თავიდან — მინგეჩაურამდე; საცხენოსნო ექსპედიცია „თევდორე მღვდლის ნაკვალევზე“. 1976-1978 წლებში — ბათუმის გარნიზონის ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი. 1978 წლის 15 ოქტომბრიდან რადიოს ლიტერატურულ გადაცემათა რედაქტორი. ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი. ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი. 1979 წელს ვიტებსკის ოლქში მიაკვლია მირზა გელოვანის საფლავს. 1993-2004 წლებში — ტელერადიოს სახელმწიფო კომიტეტის კომენტატორი. ხალხური და ლიტერატურული ხელოვნების მთავარ რედაქციათა მთავარი რედაქტორი. ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილე, მიმართულების მთავარი პროდიუსერი. 2013-2021 წლებში — საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. 2013 წლის სექტემბრიდან 6 თვის განმავლობაში ასრულებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას. ტელევიზიასა და რადიოში განხორციელებული პროექტები, საავტორო გადაცემები: რადიოთი გადაცემული მონოგრაფიები (ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი, ლადო ასათიანი, გალაკტიონი). ტელევიზიით: მომზადდა და ეთერში გაიცა 1000-მდე საათის ვიდეომასალს, 200-ზე მეტი ვიდეო ფილმი; საავტორო პროგრამები: ლიტ. ხელოვნების ტელეჟურნალი „ხომლი“ — 1988 წლამდე, „ქრონიკები დიდი მამულიშვილის ცხოვრებიდან“, „სათავეებთან“, „დიალოგები“, „შეხვედრები მცხეთაში“, „შეხვედრები მაჩაბლის ქუჩაზე“, „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“, „ეს საქართველოა“, „თბილისი“, „შემოქმედებითი პორტრეტები“, ვიდეო ფილმები ქართველ კლასიკოსებზე, ვიდეო ფილმები თბილისის ისტორიაზე, „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“. 1980 წლიდან ასწავლიდა თბილისის რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, კითხულობდა „ქართული ლიტერატურის ისტორიას“, „ჟურნალისტიკის ისტორიას“. საშუალო სკოლებში (161-ე, 51-ე, 26-ე საჯარო სკოლებში). 2006 წლიდან ასწავლიდა თბილისის სკოლა-კომპლექს „სადუნში“. ყოველდღიური „ახალი ქართული გაზეთის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გაზეთ „გლდანის“ რედაქტორი. ჟურნალ „ფშავ-ხევსურეთის“ რედაქტორი. მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი. დაკრძალულია მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1984 — ქალაქის საუკეთესო მასწავლებელი
  • 1989 — საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი
  • 1993 — საპატიო ლელიანელი
  • 2014 — თბილისის მზრუნველი
  • 2014 — ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
  • 2019ღირსების მედალი ( ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება