ნათელა შალვას ასული ვასაძე (დ. 1 აგვისტო, 1930, ქუთაისი) — ქართველი ფილოლოგი, პედაგოგი, საბჭოთა პარტიული მოხელე. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1986).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1950 წლიდან დაკავებული იყო კომკავშირული საქმიანობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველ მდივნად (1952–1954), საქართველოს ალკკ ცკ-ის მდივნად (1954–1960), საქართველოს ალკკ ცკ-ის II მდივნად (1960–1962). 1962 წლიდან პარტიულ სამუშაოზე იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის აპარატში (1962–1969), საიდანაც გადაიყვანეს საქართველოს პროფსაბჭოს მდივნად (1962–1972). 1972–1985 წლებში იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1986–1988 წლებში — საქართველოს სსრ განათლების მინისტრი.

1990 წლიდან ვასაძე იყო საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების თავმჯდომარე, 1995 წლიდან — საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 2015 წლიდან — იმავე აკადემიის საპატიო პრეზიდენტი. აქვს შრომები პედაგოგიკის თეორიისა და ქართული პედაგოგიური აზროვნების ისტორიის საკითხების შესახებ. არის „საქართველოს პედაგოგიური აზრის ანთოლოგიის“ (რუს. ენაზე, მ., 1987) სარედაქციო კოლეგიის წევრი და რედაქტორი, აგრეთვე „პედაგოგიკის ისტორიის“ სახელმძღვანელოს (თბ., 1988) რედაქტორი და თანაავტორი.

ჯილდოები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სკოლა-ინტერნატებში აღმზრდელობითი მუშაობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1965. * უმაღლესი სკოლის ღირსეული შევსება, თბ., 1977.
  • მარიამ ორახელაშვილი, თბ., 1977.
  • Из истории высшего педагогического образования в Грузии, Тб., 1975.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)