რამაზ ყურაშვილი
რამაზ ყურაშვილი (დ. 17 იანვარი, 1942, თბილისი) — ქართველი ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).
რამაზ ყურაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 თებერვალი, 1942 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მუშაობის ადგილი | ევროპის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები |
ღირსების ორდენი (2002) თბილისის საპატიო მოქალაქე (2021) |
სამეცნიერო სფერო | ენდოკრინოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებარამაზ ყურაშვილი დაიბადა 1942 წლის 17 იანვარს, თბილისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1965–1977 წლებში მუშაობდა თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელად. 1977–1987 წლებში კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, რადიოიმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი იყო და პარალელურად მეტაბოლიზმის რეგულაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1987-2011 წლებში რესპუბლიკური სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. არის დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის დირექტორი.
2023 წლიდან ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორია და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.[1]
არის სამეცნიერო ნაშრომების, წიგნებისა და საგანმანათლებლო ალბომების ავტორი, მათ შორის: „ჩემი წიგნი დიაბეტზე“ (1996), „როგორ ვმკურნალობ ჩემს დიაბეტს“ (1997), „დიაბეტური ნეიროპათია“ (2001), „12 კონსესუსი – ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის და მათი გართულებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მართვა და განათლება“ (2000–2003), „ტიპი 1 დიაბეტიანი ბავშვებისა და მოზარდებისათვის“ (1998–2009).
ორგანიზაციები და ასოციაციები
რედაქტირება- დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1993-)
- ევროპის ნეირო–დიაბის სამუშაო ჯგუფი, წევრი (1993-)
- ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაცია, წევრი (1996-)
- ამერიკის დიაბეტის ასოციაციის პროფესიონალური სექცია, წევრი (1997-)
- დიაბეტის ჟურნალების საერთაშორისო კომიტეტი, წევრი (1997-)
- შავი ზღვის ქვეყნების დიაბეტის საბჭო, წევრი (1997-)
- საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემია, წევრი (2000-)
- თიროიდული ფუნქციების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (2001-)
- ამერიკის კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია, წევრი (2004-)
- ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოება, წევრი (2004-)
ჯილდოები
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ყურაშვილი, რ. (2023). დიაბეტის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი.
- ყურაშვილი, რ. (2002). დიაბეტური ნეიროპათია. თბილისი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „რამაზ ყურაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული პროფესორი გახდა და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს“. 26 აპრილი 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 თებერვალი 2024. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი 2024. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება)