არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ვლადიმერ კანდელაკი.

ვლადიმერ (ვოვა) კანდელაკი (დ. 6 ივნისი, 1943, თბილისი) — ქართველი მხატვარი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1990). სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1969-1990), იუნესკოს მხატვართა საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1993-), საერთაშორისო აკადემია, წევრი (1999-), თბილისის საპატიო მოქალაქე (2002)

ბიოგრაფია რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1966 წელს საქართველოში გამართულ რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე გამოფენილი იყო 23 წლის მხატვრის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები. მისი შემოქმედების პირველი პერიოდი საქართველოს ეძღვნება. მის მიერ დახატული სამშობლოს პორტრეტი მეტად ნაციონალურია, რაც „ჩიჩილაკსა“ თუ „აღდგომაში“ იკითხება. აღსანიშნავია მისი პანოები - „ზეიმი მთაში“, „მუზა“, „ბავშვობის მოგონებანი“, „ბავშვობის ქალაქი — თამაშობათა ქალაქი“, ფერწერული ტილოები — „შემოდგომის დღესასწაული თბილისში“, „წინასადღესასწაულო დღე“, „ჯვრის პროცესია“, „შემოდგომის პარკი“, „დემონსტრაცია ბუშტებით“, „ილიჩის ნათურა“, „ფარშევანგი გალიაში“, „ბანქოს სახლი“. აშშ-ში ჩავიდა, პირველი ქართულ-ამერიკული ერთობლივი კომპანიის „ლილეო-არტი“-ს მოწვევით. 12 წლის მანძილზე 25 პერსონალური, ჯგუფური გამოფენა და პრეზენტაცია გამართა. გამოიცა ალბომი, რომელიც მხატვრის შემოქმედებას თითქმის მთლიანად ასახავს. იგი აშშ-ში ეწევა საქართველოს კულტურისა და ისტორიის პროპაგანდას. აღსანიშნავია „მხატვარ ვლადიმერ კანდელაკის ფონდის“ საქველმოქმედო საქმიანობა. თბილისის სამხატვრო აკადემიის ნიჭიერ სტუდენტებს წლების განმავლობაში ეძლეოდათ სტიპენდიები, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს წამახალისებელი პრემიები. 2004 წელს ქართველ ერს საჩუქრად გადასცა ცხოვრების განმავლობაში შეგროვებული საგანძური — იარაღის უზარმაზარი (5000 ექსპონატი) კოლექცია. მხატვრის შემოქმედებითი ცხოვრების გამჭოლ თემებს, ფერწერულ სერიებს კარგად იცნობენ საქართველოსა და რუსეთში, ფინეთში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, აშშ-ში. ამერიკელი ხელოვნებათმცოდნეები მას „თანამედროვე ბრეიგელს“ უწოდებენ. რენესანსის ეპოქის მხატვართა ნამუშევრებს ადარებენ.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება