აკაკი ნადარეიშვილი
აკაკი ნადარეიშვილი (დ. 27 თებერვალი, 1943, გუდაუთა) — ქართველი უროლოგი, სამედიცინო რადიოლოგი და რენტგენოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).
1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968–1970 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარული ნაწილის ექიმ-ორდინატორად. 1971–1972 წლებში გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს უროლოგად. 1972-1974 წლებში მოსკოვის ს. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი იყო, კლინიკის ექიმ-უროლოგი. 1981-1985 წლებში ამავე ინსტიტუტის კლინიკათაშორისი ულტრაბგერითი გამოკვლევების განყოფილების ექიმი. 1985-1991 წლებში ინსტიტუტის უროლოგიური კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 1990–1998 წლებში საქართველოში დაბრუნების შემდეგ არის კლინიკური მედიცინის სამეცმნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თირკმლის დაავადებათა კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „კონტრალატერალური თირკმლის ცვლილებები ცალმხრივი მწვავე ოკლუზიური პიელონეფრიტის დროს“, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა იყო „კომპლექსური სხივური დიაგნოსტიკა თირკმლის კიბოს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის“.