გივი შაჰნაზარი (დ. 23 აგვისტო, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 23 სექტემბერი, 2024[1]) — პოეტი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1951). 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).

ქერიმ ანყოსი (მარცხნივ) და გივი შაჰნაზარი (მარჯვნივ)

პირველი თარგმნები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი თარგმანები: საიათნოვას „ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). პოეტმა, ეროვნებით სომეხმა, ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, აგრეთვე გამოჩენილი რუსი პოეტების ა. პუშკინისა და ანდრეი ბელის ლექსები. შაჰნაზარი არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი, მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზუთუნცინიანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.

მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997) და თბილისის ერთგულების ორდენით (2000).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება