ქერიმ ანყოსი

საქართველოში მოღვაწე ქურთი მწერალი და აღმოსავლეთმცოდნე

ქერიმ ანყოსი (დ. 1937, თბილისი — გ. 4 ოქტომბერი, 2019) — ქართველი ქურთების ლიდერი. აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, ჟურნალისტი და განმანათლებელი.

ქერიმ ანყოსი

ქერიმ ანყოსი (მარცხნივ) და გივი შაჰნაზარი (მარჯვნივ)
დაბ. თარიღი 1937
დაბ. ადგილი თბილისი, სსრკ[1]
გარდ. თარიღი 4 ოქტომბერი, 2019(2019-10-04)[2]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქერიმ ანყოსი დაიბადა 1937 წელს თბილისში. მისი მშობლები 1910 წელს ოსმალეთის იმპერიიდან საქართველოში გამოქცეული ლტოლვილები იყვნენ. დევნილმა ქურთებმა შვილი შეიყვანეს საშუალო სკოლაში, სადაც ქერიმმა განსაკუთრებული სიბეჯითე გამოავლინა. მომავალმა ლიდერმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი დაიწყო სამეცნიერო კარიერა.

სტუდენტობის წლებიდანვე ჩაერთო საქართველოს ქურთებისთვის სასარგებლო საქმეების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 1960-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში არაერთი ქურთული ორგანიზაცია დაარსდა. სტუდენტებზე ზრუნავდა „ქურთ ახალგაზრდებთან მუშაობის საბჭო“, მასწავლებელთა მომზადების კუთხით მუშაობდა „ქურთ პედაგოგთა საქალაქო ორგანიზაცია“, ცოდნის მასობრივად გავრცელებისთვის შეიქმნა „ქურთთა სახალხო უნივერსიტეტი“, საქართველოს მხატვართა კავშირის შემადგენლობაში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოიყო ქურთი მხატვრების გაერთიანება, 1978 წელს საქართველოს ტელერადიო კომიტეტის შემადგენლობაში ანყოსის თაოსნობით შეიქმნა ქურთული რედაქცია და ა. შ. თითქმის ყველა ქურთული ორგანიზაციის დამფუძნებელი ქერიმ ანყოსი იყო.

ორგანიზაციების დაარსებისა და მართვის გარდა, ქერიმ ანყოსი უამრავ დროს ხარჯავდა საკუთარი ხალხის ენის, კულტურის, რელიგიისა და ისტორიის კვლევისთვის.

2019 წელს გადაეცა „ტოლერანტობის ქომაგის“ სიგელი ქურთული თემის ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის.[3]

გარდაიცვალა 2019 წელს 81 წლის ასაკში.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება