ეღიშე ჩარენცი (სომხ. Եղիշե Չարենց; დ. 13 მარტი, 1897 — გ. 27 ნოემბერი, 1937) — სომეხი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მისი ლიტერატურის ძირითადი თემატიკა ეხება პირველ მსოფლიო ომში მიღებულ გამოცდილებას და რევოლუციას, ასევე სომხეთსა და სომხებს. ის სომხეთში აღიარებულია, როგორც მე-20 საუკუნის მთავარი პოეტი. [4]

ეღიშე ჩარენცი
სომხ. Եղիշե Չարենց
დაბადების თარიღი 13 (25) მარტი, 1897
დაბადების ადგილი ყარსი, ყარსის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 1937(1937-11-27)[1] [2] (40 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი
დასაფლავებულია უცნობი
საქმიანობა მთარგმნელი, პოეტი[3] , პროზაიკოსი და მწერალი
ენა სომხური ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
ჟანრი narrative poetry და პოეზია
Magnum opus Q21683189?
მეუღლე Arpenik Charents
შვილ(ებ)ი Arpenik Charents და Anahit

კომუნიზმის ადრეული მხარდამჭერი, ფუტურისტი ჩარენცი შეუერთდა ბოლშევიკურ პარტიას და გახდა საბჭოთა სომხეთის აქტიური მხარდამჭერი, განსაკუთრებით აქტიური იყო ლენინის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პერიოდში. თუმცა, იგი იმედგაცრუებული დარჩა საბჭოთა კავშირის, იოსებ სტალინის მეთაურობით. დააპატიმრა სტალინურმა ხელისუფლებამ 1930-იანი წლების დიდი წმენდის დროს და მოკლეს ან ბუნებრივად გარდაიცვალა 1937 წელს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
ჩარენცის სახლ-მუზეუმი ერევანში
 
ჩარენცის თაღი

ეღიშე ჩარენცი 1897 წელს დაიბადა ყარსში (მაშინდელ რუსეთის იმპერიაში), ოჯახში, რომელიც ხალიჩების ვაჭრობაში იყო ჩართული. მისი ოჯახი წარმოშობით ირანის სომხეთის სომხური თემიდან იყო. ის ჯერ დადიოდა სომხურ დაწყებით სკოლაში, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა ყარსის რუსულ ტექნიკურ საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობდა 1908 წლიდან 1912 წლამდე. დიდ დროს უთმობდა კითხვას. 1912 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი სომხურ პერიოდულ გამოცემაში Patani (ტიფლისი). [5] 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის აჯანყებებისა და ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის ფონზე, იგი მოხალისედ იბრძოდა ერთ-ერთ რაზმში, კავკასიის ფრონტზე.

1915 წელს ჩარენცი ვანში გაგზავნეს. მან აქ განცდილი ემოციები და შთაბეჭდილებები აღწერა მის ლექსებში. ფრონტი დატოვა ერთი წლის შემდეგ და დადიოდა მოსკოვის შანიავსკის სახალხო უნივერსიტეტში. ომის და სომხების გენოციდის შემდეგ, ის გახდა ბოლშევიკების გულმოდგინე მხარდამჭერი, ის ბოლშევიკებს სომხეთის გადარჩენის ერთადერთ იმედად მიიჩნევდა. [6] [7]

ბოლო წლები და გარდაცვალება

რედაქტირება
 
ძეგლი ერევანში

ჟურნალებში გამოქვეყნებული რამდენიმე ლექსის გარდა, ჩარენცმა ვერ შეძლო 1934 წლის შემდეგ რაიმეს გამოქვეყნება. [8]

1936 წლის ივლისში, როდესაც საბჭოთა სომეხი ლიდერი აღასი ხანჯიანი მოკლეს, ჩარენცმა მის შესახებ დაწერა შვიდი სონეტის სერია. კომიტასის გარდაცვალების შემდეგ მან დაწერა მისი ერთ-ერთი ბოლო უდიდესი ნაშრომი, "Requiem Æternam in Memory of Komitas" (1936).

მას ბრალი წაუყენეს კონტრრევოლუციური და ნაციონალისტური საქმიანობისთვის და დააპატიმრეს [9] დიდი წმენდის დროს. იგი გარდაიცვალა ან მოკლეს 1937 წლის 29 ნოემბერს გაურკვეველ ვითარებაში. [10] უცნობია სად არის დაკრძალული მისი ცხედარი. მისი ყველა წიგნი ასევე აკრძალული იყო. ჩარენცის უმცროსმა მეგობარმა რეგინა ღაზარიანმა შეძლო მისი უამრავი ნაწარმოების გადარჩენა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მისი პირველი ცოლი იყო არპენიკ ტერ-ასტვაძატრიანი, რომელიც გარდაიცვალა 1927 წელს. 1931 წელს ჩარენცი დაქორწინდა იზაბელა კოდაბაშიანზე. მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი, არპენიკი და ანაჰიტი (დაბადებულნი 1935 წელს).

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ჩარენცის ნაწარმოებები თარგმნეს ვალერი ბრიუსოვმა, ანა ახმატოვამ, ბორის პასტერნაკმა, არსენი ტარკოვსკიმ, ლუი არაგონმა, მარზბედ მარგოსიანმა, დიანა დერ ჰოვანსესიანმა და სხვებმა.

ერევნის მაშტოცის გამზირზე, მისი სახლი 1975 წელს მუზეუმად გადაკეთდა. მისი სახელი ასევე დაერქვა სომხურ ქალაქ ჩარენცავანს.

რომის პაპმა ფრანცისკემ სომხეთში 2016 წელს ვიზიტის დროს წაიკითხა ფრაგმენტი ჩარენცის ლექსიდან. [11]

კრიტიკული ნაშრომები ჩარენცზე

რედაქტირება

ჩარენცზე პირველი მონოგრაფია გამოაქვეყნა სიმონ ჰაკობიანმა (1888–1937) 1924 წელს ვენაში. იმ პერიოდში ჩარენცის პოეზიის სხვა მკვლევარებს შორის იყვნენ პაოლო მაკინციანი, ჰარუთუ სურხატიანი, ტიგრან ჰახუმიანი. მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც ჩარენცის, ასევე ჩარენცზე დაწერილი მეცნიერული ნაშრომები 17 წლით აიკრძალა. 1954 წელს ნ.დაბაგიანმა გამოაქვეყნა მონოგრაფია „ეღიშე ჩარენცი“. მომდევნო ათწლეულებში მასზე კვლევა გამოქვეყნდა ჰაკობ სალახიანის, სურენ აღაბაბიანის, გარნიკ ანანიანის, ალმასტ ზაქარიანის, ანაჰიტ ჩარენცის, დავით გასპარიანის და სხვათა მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://charents.am/մեր-մասին/
  2. SNAC — 2010.
  3. კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  4. Coene, Frederik (2010). The Caucasus: an introduction. London: Routledge, გვ. 204. ISBN 9780415486606. 
  5. Hacikyan, Agop J. (2005). The Heritage of Armenian Literature, Vol. 3: From The Eighteenth Century To Modern Times, vol. 3. Detroit: Wayne State University Press, გვ. 959. ISBN 0-8143-3221-8. 
  6. Arnavoudian, Eddie. "Yeghishe Charents: Poet of Life as Permanent Revolution, Pt. 2 დაარქივებული 2017-09-29 საიტზე Wayback Machine. ." The Critical Corner. July 11, 2005. Retrieved September 15, 2008.
  7. Hacikyan et al. Heritage of Armenian Literature, p. 959.
  8. Writers of Disaster: Armenian Literature in the Twentieth Century, Vol. 1, by Marc Nichanian, p. 77
  9. Charents. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2021-10-18.
  10. Hacikyan et al. Heritage of Armenian Literature, p. 963.
  11. Pope Francis recites Charents at Armenian presidential palace