ეთერ პეტრეს ასული ქემერტელიძე (დ. 23 მარტი, 1926, საჩხერე) — ქართველი ფარმაკოქიმიკოსი. პროფესორი (1977), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1994), რუსეთის ფედერაციის მედიკო-ტექნიკური აკადემიის წევრი (2004), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984). სკკპ წევრი 1946 წლიდან. საჩხერის რაიონის საპატიო მოქალაქე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2017).

ეთერ ქემერტელიძე
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1926(1926-03-23) (98 წლის)
დაბ. ადგილი საჩხერე
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ფარმაკოლოგი
მუშაობის ადგილი იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993)
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეთერ ქემერტელიძემ 1942 წელს წარჩინებით დაამთავრა საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის საშუალო სკოლა, 1946 წელს — თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი, 1951 წელს კი თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ქიმიურ-ფარმაცევტული ინსტიტუტის ასპირატურა და იქვე განაგრძო მუშაობა. 1961 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების გამგე. 1972-2006 წლებში იმავე ინსტიტუტის დირექტორი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1973 წელს თემაზე: „საქართველოს მცენარეთა ფიტოქიმიური შესწავლა და სამკურნალო პრეპარატები“. არის 4 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ეთერ ქემერტელიძის შრომები ეხება მცენარეულო წარმოშობის სხვადასხვა კლასის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ახალი სამკურნალო პრეპარატების მიღებას, მათი ანალიზის მეთოდებსა და ტექნოლოგიურ შემუშავებას, საქართველოს ფლორის მცენარეთა ქიმიურ გამოკვლევას მედიცინაში გამოყენების მიზნით, ნახევრად სინთეზური სამკურნალო პრეპარატების მიღებას.[1] მან, მოწაფეებთან ერთად, გამოავლინა საინტერესო ქიმიური შედგენილობის და ბიოლოგიური ეფექტურობის მქონე მრვალი მცენარე. გამოყო და დაახასიათა 3 ათასამდე ინდივიდუალური კონპონენტი, მათ შორის 250-ზე მეტი ახალი ბუნებრივი ორგანული ნივთიერება. აკადემიკოსმა ეთერ ქემერეტელიძემ ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მცენარეული ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიარებათა შესწავლის საქმეში, ღრმა ქიმიური, ბიოლოგიური, ანალიზური, ტექნოლოგიური კვლევის საფუძველზე შექმნა სხვადასხვა დანიშნულების 25 ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი, ბიოქიმიური რეაქტივი, სრტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის ნედლეული, სოფლის მეურნეობის კულტურების ზრდა-განვითარების სტიმულატორი, რომლებიც ნებადართულია პრაქტიკაში გამოყენებისათვის. პროდუქციის რეალიზაცია ყოფილ საბჭოთა კავშირში, შემდეგ რუსეთის ფერდერაციაში და საქართველოში მიმდინარეობდა.[2]

ეთერ ქემერტელიძე 9 მონოგრაფიის, 530 სამეცნიერო ნაშრომის, 75 საავტორო მოწმობისა და პატენტის, 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის ავტორია.[3] იყო სსრკ XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1984). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. საქართველოში მედიცინის განვითარებისთვის გაწეული ღვაწლისთვის მიენიჭა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი (1989). არის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1995) და ღირსების ორდენის კავალერი (1996). აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის მიერ დასახელდა როგორც 1997 წლის გამორჩეული პიროვნება მცენარეთა ქიმიის მეცნიერების დარგში. მიენიჭა საპატიო ნიშნის მედალი „საქართველოს 1998 წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკი“ (1998), კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრის ჯილდო, „1900-2000 საუკუნის პიროვნება“ (XX საუკუნეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის, 1999), საქართველოს სახელმწიფო პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში (2004), იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია (2010).[4]

თხზულებები

რედაქტირება
  • Карденолиды и буфадиенолиды. 1975, 226 с.
  • Физико-химические методы анализа некоторых биологически активных соединений. 1976, 222 с.
  • Химическое исследование наперстянке реснитчатой. 1977, 173 с.
  • Фитохимическое исследование морозника абхазского. 1978, 88 с.
  • Трансформированные сердечные гликозиды и агликоны и их биологическая активность. 1984, 253 с.
  • Стероидные соединения некоторых растений произрастающих в Грузии. 1993, 184 с.
  • Биологически активные липиды некоторых растений произрастающих в Грузии. 1996, 186 с.
  • Флавоноиды некоторых видов Astragalus флоры Грузии. 2002, 150 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება