ვანიკო მაჭავარიანი

ივანე (ვანიკო) მაჭავარიანი (დ. 1936, თბილისი — გ. სექტემბერი, 2015) — ქართველი მომღერალი, კოლორიტი, ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი. მღეროდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზში, შემდეგ კი ჯანსუღ კახიძის მიერ შექმნილ ანსამბლ „შვიდკაცაში“. გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნები. თავისი უნიკალური ხმითა და სოლო სიმღერებით მსმენელის აღტაცებას იწვევდა. მალე მან დატოვა სცენა და დაუბრუნდა თავის სპეციალობას საფეიქრო საქმეს. მიღებული აქვს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფორუმის ოქროს მედალი („შვიდკაცას“ წევრებთან ერთად, 1957).

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება