გურამ საღარაძე (სპორტსმენი)

გურამ რევაზის ძე საღარაძე (დ. 21 მარტი, 1939, თბილისი) — ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავე. პირველი საშუალო და ქვესაშუალო წონითი კატეგორია (78 კგ). ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1964, 78 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1963, სოფია, 78 კგ; 1965, მანჩესტერი, 78 კგ) და ვიცე-ჩემპიონი (1966, ტოლიდო, 78 კგ; 1967, დელი, 78 კგ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1968, სკოპიე; 78კგ) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1967). სსრკ ჩემპიონი (1964, ბაქო; 1965, თბილისი; 1966, ალმა-ატა) და ვიცე-ჩემპიონი (1967, მოსკოვი). სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1968, მახაჩყალა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). სპორტის რაინდი (2013). მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის წინ წონა შეიცვალა, მძიმე, 82 კგ წონით კატეგორიაში აინაცვლა, თუმცა ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა და სპორტსმენის კარიერა დაასრულა. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, რასაც ემყარებოდა მისი ჭიდაობის ტექნიკა. სკკპ წევრი 1968 წლიდან. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საპატიო ნიშნის, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. 2003 წელს გურამ საღარაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების მრეწველობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.

საერთო შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა   სკოპიე, იუგოსლავია -78 კგ ევროპის ჩემპიონატი 1968  
თავისუფალი ჭიდაობა   დელი, ინდოეთი -78 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1967  
თავისუფალი ჭიდაობა   ტოლედო, აშშ -78 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1966  
თავისუფალი ჭიდაობა   მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი -78 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1965  
თავისუფალი ჭიდაობა   სოფია, ბულგარეთი -78 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1963  
თავისუფალი ჭიდაობა  ტოკიო, იაპონია -78 კგ ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 199.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 107, თბილისი: პალიტრა L, 2013.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება