პაატა კერვალიშვილი

ქართველი ინჟინერ-ფიზიკოსი

პაატა კერვალიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1949, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფიზიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს პროფესიონალთა ლიგის ხელმძღვანელი.

პაატა კერვალიშვილი
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1949(1949-09-17) (74 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინური კომკავშირის პრემია და ღირსების ორდენი

ადრეული წლები და განათლება რედაქტირება

დაიბადა მეცნიერ მუშაკების, დოქტორების მედეა კიკნაველიძისა და ჯამლეტ კერვალიშვილების ოჯახში. 1966 წელს მან ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1966 წელს იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის დამთავრებისთანავე თავისი საქმიანობა დაუკავშირა საბჭოთა კავშირის ატომურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც იგი მუშაობდა 1970-დან 1992 წლამდე (სსრკ საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრები: სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, იშვიათი ლითონების სახელმწიფო ინსტიტუტი, სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი, იგორ კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტი).

სამეცნიერო მოღვაწეობა რედაქტირება

1984 წლიდან იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) პროფესორია[1] და 1998 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 1994–1999 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და შემდეგ საქართველოს მთავრობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

1979 წელს იშვიათი ლითონების სახელმწიფო ინსტიტუტში მას მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1985 წელს ი.კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1981 წელს პაატა კერვალიშვილს მიენიჭა უფროსი მეცნიერი მუშაკის, ხოლო 1989 წელს პროფესორის სახელმწიფო სამეცნიერო წოდება.

1991 წელს პაატა კერვალიშვილის ინიციატივით საქართველოში დაფუძნდა სენსორული სისტემების სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი. 1994 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს საინჟინრო აკადემიაში, იგი ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრია. 1997 წელს პაატა კერვალიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრად; იგი ამჟამად ამ აკადემიის პრეზიდენტია.

2008 წელს პროფესორი პაატა კერვალიშვილი არჩეულ იქნა ევრო და ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების (ათენი, ლოზანა) აკადემიის პრეზიდენტად.

პაატა კერვალიშვილი 20-მდე პრესტიჟული პრემიისა და ჯილდოს მფლობელია და აგრეთვე არის მრავალი საერთაშორისო აკადემიისა და საბჭოს წევრი. იგი მუშაობდა და ახლაც აგრძელებს მოღვაწეობას საზღვარგარეთ: ათენის, პირეუსის, პარიზის, კიევის, ფერარას, მასაჩუსეტსის, კალიფორნიის და სხვა უნივერსიტეტებში და სამეცნიერო ლაბორატორიებში.

პროფესორ კერვალიშვილის სამეცნიერო-ტექნოლოგიური მოღვაწეობის სფეროებია: კონდენსირებული გარემოს, მოლეკულური და კვანტური ფიზიკა, ბირთვული და ლაზერული ტექნოლოგიები, სენსორული სისტემები, ენერგეტიკული და ინფორმაციული ტექნოლოგიები. იგი ავტორია 500-მდე სამეცნიერო პუბლიკაციების, წიგნების [2], სახელმძღვანელოებისა და გამოგონებების[3] და მათ შორის შპრინგერის, იოს და პერგამონ პრესის მიერ დაბეჭდილი სამეცნიერო ბესტსელერების[4].

მეცნიერი ხელმძღვანელობდა სამეცნიერო პროექტებს აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ინგლისში, ყოფილ სსრკ-ში. მისი ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები.

პროფესორ კერვალიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა 50-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი[5] [6] და პროგრამა. მისი თავმჯდომარეობით და აქტიური მოწილეობით გაიმართა 60-ზე მეტი საერთაშორისო ფორუმი და კონფერენცია.

პაატა კერვალიშვილი 2013-2015 წლებში ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „ნანომატი“-ს, რომლის ეგიდით პარიზის უნივერსიტეტის (პარიზ 11 - ორსეი) ქიმიური - ფიზიკის ლაბორატორიასთან ერთად განხორციელდა რიგი თეორიული და ექსპერიმენტული სამუშაოები ნანოსისტემების ლაზერული სპექტრომეტრიის განვითარების საკითხებზე [7].

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი რედაქტირება

ჯილდოები და წოდებები რედაქტირება

  • 2019 — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი [8]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Paata J. Kervalishvili, Study of Vibrational Properties of Viral Particles by Computer Modeling, Egyptian Computer Science Journal, Vol. 45 No.2 May 2021
  • პ. კერვალიშვილი, თ. ბერბერაშვილი, თ. ბჟალავა, ლ. ჩახვაშვილი, ა. კეკელიძე, ს. ქარსელაძე, ლ. ბაზაძე, ტ. თალებიფარი, ა. სოსელია, „გამოთვლითი მეთოდებით ვირუსების და ვირუსების მსგავსი ნაწილაკების ვიბრაციული თვისებების გამოკვლევები“, ჟურნ. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია, თბილისი, 2021, № 23-18-17, გვ. 25-33 (ინგლისურ ენაზე).
  • P. Kervalisvili, Medical Disasters: Methods of Investigation of Vibrational Properties of Viruses and Other Pathogenic Nanobioparticles and Their Treatment, J. Social, Ecological & Clinical Pediatrics, Tbilisi, 2020, pp. 44-49, http://sppf.info/pdf/ped-jurnali-2020.pdf
  • P.J. Kervalishvili, T.N. Bzhalava, Computer Simulation Study of Oscillation Mechanisms and Physical Properties of Nanosized Biostructures, Published in book: Innovative Smart Healthcare and Bio-Medical Systems, CRC Press – Taylor and Francis, New York, 2020, Chapter 6, 8 pages, https://www.taylorfrancis.com/books/innovative-smart-healthcare-bio-medical-systems-abdel-badeeh-salem/e/10.1201/9781003044291
  • P. Kervalishvili, Computer simulation study of bionanoparticles. 3rd International Computational Science and Engineering Conference, 21-22 October 2019, Doha, Qatar.
  • P.J. Kervalishvili, Optical Spectroscopy Study of Oscillation of Pathogenic Bionanoobjects (keynote), NANOTEK – 2017, March 11th-13th, 2017, Hamburg, Germany.
  • Paata Kervalishvili, Tamar Bzhalava, Spectroscopy of Bioparticles (in Georgian), Tbilisi, (2017), ISBN 978-9941-0-9797-3, 244 p.
  • Paata J. Kervalishvili, Tamar N. Bzhalava, Investigations of Spectroscopic Characteristics of Virus-Like Nanobioparticles, American Journal of Condensed Matter Physics, v.6. no.1, April 2016, DOI: 10.5923/j.ajcmp.20160601.02. http://www.sapub.org/journal/authorguidelines.aspx?journalid=1023
  • P.J. Kervalishvili, T.N. Bzhalava, Modeling of Vibrational/Spectroscopic Properties of Virus-Like Nanoparticles, International Scientific Conference eRA – 11, The SynEnergy Forum, Piraeus , Greece, 21- 23 September 2016, http://era.teipir.gr დაარქივებული 2021-05-09 საიტზე Wayback Machine.
  • სამეცნიერო პოლიტიკის რამდენიმე საკითხი (თანაავტორი). - თბილისი, 1999. - გვ. 132.
  • კერვალიშვილი პ. „ნახევარგამტარებისა და დიელექტრიკების სტრუქტურული დეფექტების ფიზიკა: სტრუქტურული დეფექტების თერმოდინამიკა და დიფუზია, მათი გავლენა ელექტროფიზიკურ და ოპტიკურ თვისებებზე: ლექციების კონსპექტი“, ტექნ. უნ-ტის გამ-ბა, თბილისი 1997. - გვ. 61.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება