ფრიდონ სულაბერიძე

ფრიდონ სულაბერიძე (დ. 24 ოქტომბერი, 1941, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ფოლკლოლურ ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი. საქართველოს სახალხო არტისტი (1971).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1959 წელს.

1960 წლიდან იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი; 1975 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი.

მაღალი ოსტატობით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: „ქართული“, „აჭარული“, „მოხეური“, „ძველი თბილისის სურათები“, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების ოპერაში „ბარბალე“ (1986, პრემიერა, ცეკვები); გასტროლებით შემოიარა 60-ზე მეტი ქვეყანა.

2011 წელს გაიხსნა მისი ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 440

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება