ფილარმონია
ფილარმონია (ბერძნ. philéo — მიყვარს და harmonía — ჰარმონია) — საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდება ზოგიერთ ქვეყანაში. XIX საუკუნეში ევროპისა და ამერიკის ქალაქებში (პეტერბურგი, მოსკოვი, ბერლინი, ლონდონი, ნიუ-იორკი და სხვა) შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას. XX საუკუნეში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში და საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ორგანიზაციებად იქცნენ.
სსრკ-ში ფილარმონიის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოებების, შემსრულებელთა ხელოვნების, აგრეთვე საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის (ცეკვა, მხატვრული კითხვა და სხვა) პოპულარიზაცია. პირველი ფილარმონიები ჩამოყალიბდა პეტროგრადში (1921), მოსკოვში (1922). სსრკ-ში სულ 140-მდე ფილარმონია იყო. ფილარმონიას მუდმივ შტატში ჰყავს შემსრულებლები, მუსიკალური კოლეკტივები (სიმფონიური და კამერული ორკესტრები, გუნდები).
საქართველოში ფილარმონიული საზოგადოება შეიქმნა 1905 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 300.