ჯუმბერ ბერაძე
ჯუმბერ ბერაძე (დ. 22 ივლისი, 1944, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ხელოვნების მუშაკი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1981). თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).
1970 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან ცეკვავდა თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 1962–1982 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო პარტიები: „ყაზბეგური“, „ფარიკაობა“, „მხედრული“, „ხანჯლური“, „შეჯიბრი“. 1982–1985 წლებში — საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე. 1985–1986 წლებში იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება „საქატრაქციონის“ გენერალური დირექტორი. 1986–1987 წლებში — საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მთავარი რეჟისორი. 1987 წლიდან იყო ფირმა „მელოდიის“ თბილისის განყოფილების დირექტორი.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1971. №5. გვ. 199