ნუგზარ უბერი

ქართველი ექიმი და მეცნიერი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნუგზარ უბერი (დ.10 სექტემბერი, 1946, თბილისი) — ქართველი პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2023).[1]

ნუგზარ უბერი
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1946(1946-09-10) (78 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

1969 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1969–1972 წლებში იყო ზუგდიდის საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი. 1972–1974 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ორდინატორი. 1975–1978 წლებში ასპირანტი. 1978 წელს ასისტენტი. 1989 წელს დოცენტი. 1998 წლიდან კათედრის პროფესორი. არის 58-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის უკმარისობასა და კარდიტებს, ათეროსკლეროზის პრედიქტორებს ბავშვებში. გამოცემული აქვს მონოგრაფია რუსულ ენაზე. არის 2 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის უკმარისობის დახასიათება კარდიტების დროს ადრეული ასაკის ბავშვებში“, დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „გულის იშემიური დაავადების რისკ ფაქტორები და მათი კორექციის გზები ამ დაავადებით დამძიმებული მემკვიდრეობის მქონე ქართველ ბავშვებში“, დაიცვა 1997 წელს.

რესურდები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნუგზარ_უბერი“-დან