შოთა ყავლაშვილი
შოთა ყავლაშვილი (დ. 28 იანვარი, 1926, თბილისი — გ. დეკემბერი, 1995) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არქიტექტორი (1972), რუსთაველისა (1981) და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1987), თბილისის საპატიო მოქალაქე (1985), აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, სკკპ-ის წევრი. ყველაზე მეტად ცნობილია საბჭოთა კავშირის დროის თბილისური ნამუშევრებით.
შოთა ყავლაშვილი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 28 იანვარი, 1926 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 1995 ან დეკემბერი, 1995 (69 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი და პრეზერვაციონისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არქიტექტორი და რუსთაველის პრემია |
მოღვაწეობა
რედაქტირება1948 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტორის სპეციალობით. 1957-1970 წლებში აქვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
ყავლაშვილი საბჭოთა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი არქიტექტორია. მისი ცნობილი ნამუშევრებია „ლაგუნა ვერას“ საცურაო კომპლექსი და ახლანდელი „ცენტრალური საერთაშორისო ავტოსადგური“.
ყავლაშვილი მსახურობდა თბილისის მთავარ არქიტექტორად 1970-1974 და 1980-1990 წლებში. ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა ძველი თბილისის დაცვას და საქართველოში პირველი ისტორიული უბრანული უბნის შექმნას 1975 წელს. 1994 წელს დაინიშნა ფოთის ვიცე-მერად და მთავარ არქიტექტორად[1]. მის პატივსაცემად ძველი თბილისის ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვა, 1999 წელს კი ბარათაშვილის ქუჩაზე[2] დაიდგა მისი ძეგლი მოქანდაკე თენგიზ კიკაშვილის ავტორობით[3].
დაკრძალულია თბილისში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ცნობილი ნამუშევრები[4]
რედაქტირება- საბავშვო ბაღი ბარნოვის ქუჩაზე (1953)
- გრიბოედოვის სკვერის საცხოვრებლები და ქორწინების სახლი (1965)
- ბარათაშვილის ხიდი (1965)
- ლენინური კომკავშირის სახელობის საცურაო აუზი სანაპიროზე, დღევანდელი ლაგუნა ვერა (1979; არქიტექტორ გ. აბულაძესთან და რ კიკნაძესთან ერთად, მხატვარი კ. იგნატოვი)
- რამიშვილის ქუჩის საცხოვრებელი (1970-1974)
- ცენტრალური ავტოსადგური, ორთაჭალა (1973)
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოები (1970-იანები)
- ბარათაშვილის კედლის რესტავრაციის პროექტი (1979)
- ძველი თბილისის უბნების რესტავრაცია:
- ბარათაშვილის ქუჩა (1979; მიიღო რუსთაველის პრემია)
- კიბალჩიჩის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები (1980)
- შავთელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები (1982)
- თბილისის არქეოლოგიის მუზეუმი (1988-დაუსრულებელი)
- სასტუმრო „შერატონ მეტეხ პალასი“ (1989-1991)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 607.
- (2016) ქართული ხუროთმოძღვრების დიდოსტატები — შოთა ყავლაშვილი. თბილისი: საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გვ. 217. ციტირების თარიღი: 2019-12-06. დაარქივებული 2019-04-05 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Janberidze, Giorgi (2018). Grandmasters of Georgian Architecture: Shota Kavlashvili. Tbilisi: Georgian Union of Architects. p. 9.
- ↑ "About Sights – Statues in Tbilisi". Georgia About. 2013-11-19. Retrieved 2019-05-07.
- ↑ Gogoladze-Wolf, Tea (2018). Tbilisi Sculpture Guide. Tbilisi: unknown publisher.
- ↑ Wheeler, Angela (2019). Architectural Guide: Tbilisi. Berlin: DOM Publishers.