ევგენი პრიმაკოვი
ევგენი პრიმაკოვი (რუს. Евге́ний Макси́мович Примако́в; დ. 29 ოქტომბერი, 1929, კიევი,უსსრ, სსრკ — გ. 26 ივნისი, 2015, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე (1998-1999), რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1996-1998), სსრკ-ს დაზვერვის ცენტრალური სამსახურის ხელმძღვანელი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი (1991-1996), სსრკ-ს უზენაესი საბჭოს კავშირის საბჭოს თავმჯდომარე.
ეკონომისტი, აღმოსავლეთმცოდნე-არაბისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
სსრკ-ს და რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980, 2014). სკკპ-ს წევრი 1959-1991 წლებში.
2001-2011 წლებში იკავებდა რუსეთის სავაჭრო-საწარმო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას.
პრიმაკოვთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი შემთხვევა არის მისი „მობრუნება ატლანტიკიდან“. 1999 წლის 24 მარტს იგი უნდა ჩასულიყო აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ნატომიუგოსლავიის დაბომბის გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვიტა, ამერიკის გზაზე მყოფი თვითმფრინავი მოსკოვში დაებრუნებინა. რუსი პოლიტოლოგების აზრით, ეს იყო რუსული საგარეო პოლიტიკის ცვლილება მრავალვექტორული მიმართულებისკენ.
პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირებასაგარეო საქმეთა მინისტრი
რედაქტირება1996 წლის 9 იანვარს პრიმაკოვი დაინიშნა რუთის საგარეო საქმეთა მინისტრად. სერგეი ლავროვის პრიმაკოვის მიერ გატარებულ პოლიტიკას „პრიმაკოვის დოქტრინას“ უწოდებს. დანიშვნას ნეგატიურად გამოეხმაურნენ დასავლეთის ქვეყნები. პრიმაკოვის სახელი დაკავშირებული იყო რუსეთის გადასვლას ატლანტიზმიდან მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკასთან. პრიმაკოვი, მართალია მხარს უჭერდა, რუსეთისა და დასავლეთის პარტნიორობას, თუმცა თვლიდა, რომ რუსეთს უნდა გაეტარებინა დამოუკიდებელი პოლიტიკა ჩინეთში, სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. პრიმაკოვი იყო პირველი, ვინც გამოვიდა იდეით, რუსეთს, ინდოეთს და ჩინეთს პარტნიორობა გაეღრმავებინათ (ეს, საბოლოო ჯამში, გახდა საფუძველი „БРИКС“-თვის).
პრიმაკოვის ძალიხსმევით, მოხერხდა ახალგაზრდა კადრების გადინების შეჩერება; მისი ინიციატივით, დიპლომატები გაათავისუფლეს სასწრაფო სამხედრო სამსახურიდან; მათ აგრეთვე მიიღეს სახელფასო დანამატები სახელმწიფო საიდუმლოს შენახვისთვის. პრიმაკოვის მინისტრობისას, სმოლენსკის მოედანზე მდებარე შენობა მთლიანად გადაეცა საგარეო საქმეთა სამინისტროს.
დიპლომატმა ალექსეი ფედოტოვმა აღნიშნა, რომ მინისტრობისას, პრიმაკოვმა „ღირსება დაუბრუნა რუსეთის საგარეო პოლიტიკას და დიპლომატიურ სამსახურს“.
პრემიერ-მინისტრი
რედაქტირება1998 წლის 10 სექტემბერს ბორის ელცინმა წარუდგინა დუმას პრიმაკოვის, როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა.[1] 11 სექტემბერს იგი დაამტკიცა დუმამ 315 ხმით; მას მხარი დაუჭირა კომუნისტთა ფრაქციამაც.[1] პრემიერობამდე, დაეთანხმა ვიქტორ ჩერნომირდინის შეთავაზებას, ყოფილიყო პირველი ვიცე-პრემიერი მის კაბინეტში, თუმცა, დუმამ ორჯერ უარყო ჩერნომირდინის კანდიდატურა. პირველად ელცინის უარით გასტუმრების შემდეგ, დაეთანხმა მთავრობის თავმჯდომარეობას, მას შემდეგ, რაც იური მასლიუკოვმაც უარი განაცხადა პრემიერ-მინისტრობაზე, მაგრამ, დაეთანხმა პირველ ვიცე-პრემიერობას პრიმაკოვის კაბინეტში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აზრები „წითელ რევანშზე“ და „რეფორმების დასარულზე“ უაზრობა იყო.[2]
1999 წლის 24 მარტს პრიმაკოვი ვიზიტით მიემგზავრებოდა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში. ნიუფაუნდლენდის თავზე ყოფნისას,[3] აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან, ალბერტ გორისგან გაიგო, რომ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, იუგოსლავია დაებობმა.[4] პრიმაკოვმა ვიზიტის გაუქმება გადაწყვიტა და თვითმფრინავი უკან, მოსკოვში მოაბრუნებინა.[5][6].
1999 წლის 12 მაისს, პრემიერ-მინისტრობის 8 თვის შემდეგ, ელცინმა პრიმაკოვის კაბინეტი დაითხოვა.[7]ოფიციალურად, ელცინმა გადაწყვეტილება რეფორმების შენელებით და მათთვის ახალი იმპულსის მიცემის საჭიროებით ახსნა.[8] პოლიტილოგ სერგეი კურგინიანის აზრით, ელცინი თვლიდა, რომ პრიმაკოვი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული კავშირები მემარცხენე-ცენტრისტულ წრეებში, იყო სახელმწიფო დუმაში მისი იმპიჩმენტის მცდელობების ორგანიზატორი და თავად აპირებდა კენჭი ეყარა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.[9] პრიმაკოვის დათხოვნას საზოგადოება უარყოფითად შეხვდა: გამოკითხულთა 81 პროცენტმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილება.[10] ამავე დროს, გამოკითხულთა თქმით, პრიმაკოვის მთავრობამ რუსეთში ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას მიაღწია.[10]
გარდაცვალება და დაკრძალვა
რედაქტირებაგარდაიცვალა 2015 წლის 26 ივნისს მოსკოვში, ღვიძლის კიბოთი. 2014 წელს პრიმაკოვს ჩაუტარდა ოპერაცია მილანში, შემდეგ კი იგი მკურნაობდა რუსულ ონკოლოგიურ ცენტრში. 2015 წლის 3 ივნისში კვლავ გადაიყვანეს საავადმყოფოში.[11]
2015 წლის 26 ივნისს პრიმაკოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა პრეზიდენტმა პუტინმა და იმავე დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას პრიმაკოვის დასაფლავების ორგანიზებასთან დაკავშირებით.[12]
29 ივნისს, სამოქალაქო პანაშვიდზე, სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი პუტინი, ხოლო პრიმაკოვს წესი პატრიარქმა კირილემ აუგო. იმავე დღეს პრიმაკოვი სამხედრო პატივით მოსკოვის „ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე“ დაკრძალეს.[13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Статья в БЭКМ
- Совет при Президенте Российской Федерации по науке и образованию
- Научно-экспертный совет при Председателе Совета Федерации Федерального Собрания Российской Федерации
- Торгово-промышленная палата РФ დაარქივებული 2022-07-13 საიტზე Wayback Machine.
- ОАО «РТИ» დაარქივებული 2013-02-27 საიტზე Wayback Machine.
- Меркурий-клуб დაარქივებული 2015-03-26 საიტზე Wayback Machine.
- Историческая справка на сайте Архива РАН
- Первозванного позвали последним
- Александр Росляков. Из чего твой панцирь, черепаха? Личное дело Е. Примакова
- Семёнов С. М., Тагаева Н. Н. Биография Е. М. Примакова
- Эпоха Примакова. Лента.Ру (26 июня 2015). ციტირების თარიღი: 2015-06-26.
- Политик, дипломат, разведчик. Лента.Ру (26 июня 2015). ციტირების თარიღი: 2015-06-26.
- Настоящий Примаков. Невское время (30 июня 2015). ციტირების თარიღი: 2015-06-30.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Барсенков А. С., Вдовин А. И., «История России. 1917—2007» — М.: Аспект Пресс, 2008 — стр. 742
- ↑ журнал 10.1998 Хроника
- ↑ РАЗВОРОТ ПРИМАКОВА
- ↑ Примаков: в бывшей Югославии всё время будет "плавающая стабильность". Вести.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
- ↑ Реакция России на предстоящую военную операцию НАТО оказалась беспрецедентно резкой Газета.Ru, 24.03.1999.
- ↑ Как глава коалиционного кабмина подал пример политического компромисса на короткой дистанции Lenta.ru
- ↑ УКАЗ Президента РФ от 12.05.1999 N 580 «О ПРЕДСЕДАТЕЛЕ ПРАВИТЕЛЬСТВА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ». დაარქივებულია ორიგინალიდან — 27.06.2015. ციტირების თარიღი: 03.11.2018.
- ↑ «Соединивший две эпохи»: какой след оставил Примаков в истории страны
- ↑ КРИЗИС РОССИЙСКОЙ ВЛАСТИ. НЕСОСТОЯВШИЙСЯ ИМПИЧМЕНТ ЕЛЬЦИНА — ФИНАЛ ОЧЕРЕДНОГО ЭТАПА ЭЛИТНОЙ БОРЬБЫ И КОНСТАТАЦИЯ БЕЗУСЛОВНОЙ ТАКТИЧЕСКОЙ ПОБЕДЫ ПРЕЗИДЕНТА
- ↑ 10.0 10.1 Фом > Смена Кабинета: Предварительные Политические Итоги
- ↑ Анастасия Новикова Смерть Примакова подтвердил его внук // Комсомольская правда, 26.06.2015
- ↑ http://kremlin.ru/events/president/news/49773
- ↑ Святейший Патриарх Кирилл совершил отпевание Е. М. Примакова Патриархия.Ru, 29 июня 2015.