იამზე დოლაბერიძე
იამზე დოლაბერიძე (დ. 7 დეკემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ბალეტის მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1971), ღირსების ორდენის კავალერი (1996).[2]
იამზე დოლაბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 დეკემბერი, 1939[1] თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
საქმიანობა | მოცეკვავე, ბალეტის მსახიობი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი, მოგვიანებით, 1972 წელს — თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი.
1958-1960 წლებში იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 1960-1975 წლებში ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა, აგრეთვე ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი და მხატვარი.
იამზე დოლაბერიძე ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს. 1979-2010 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, ასევე მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იამზეში“; ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: „აჭარული“, „ხევსურული“, „ყარაჩოხელი“; ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში, მათ შორისაა „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: „ექიმი აიბოლიტი“, „ოტელო“, „მშვიდობისათვის“, „გორდა“.
2015 წლის 10 ივნისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა იამზე დოლაბერიძის ვარსკვლავი.[3]
ჯილდოები
რედაქტირება- 1971 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1996 — ღირსების ორდენი „ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის“
- 2023 — თბილისის საპატიო მოქალაქე[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 469.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „7 დეკემბერი იამზე დოლაბერიძის დაბადების დღეა“. Ipress.Ge. 7 დეკემბერი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-17. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ი. დოლაბერიძისა ფ. სულაბერიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (1 ივლისი, 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-17. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ „ფილარმონიასთან კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა“. Droni.ge. 12 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)