ნათელა იანქოშვილი

ნათელა იანქოშვილი (დ. 28 აგვისტო, 1918 — გ. 2008) — ქართველი მხატვარი და დაზგური გრაფიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2000), ღირსების ორდენის კავალერი (1996), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).

ნათელა იანქოშვილის მემორიალური დაფა თბილისში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნათელა იანქოშვილი დაიბადა 1918 წელს ქალაქ გურჯაანში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი ნამუშევრებიდან გამოირჩევა: პორტრეტები — „ნინო ჭავჭავაძე“ (1958, ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში), „მამის პორტრეტები“ (1959, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), „ნუკრია“ (1958, მხატვრის კუთვნილება), „ირმა ჩოფიკაშვილი“ (1960, მხატვრის კუთვნილება), „ანა კალანდაძე“ (1961, მხატვრის კუთვნილება), „მუხრან მაჭავარიანი“ (1969, მხატვრის კუთვნილება), „მედეა ჯაფარიძე“ (1976, მხატვრის კუთვნილება), „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1978, მხატვრის კუთვნილება), „მიხეილ თუმანიშვილი“ (1978, მხატვრის კუთვნილება); პეიზაჟები — „მცხეთის ჯვარი“ (1967), „კახეთი“ (1974), „შატილის კუთხე“ (1980); დაზგური გრაფიკა — „მეფე თამარი“ (1960), „მთვარიანი ღამე“ (1945); ავტორია სერიებისა: „სვანეთი“, „მექსიკა“, „კუბა“; დასურათებული აქვს „ვეფხისტყაოსანი“ (1964–1966, 18 ილუსტრაცია); გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი. თბილისში არსებობს „ერთი მხატვრის — ნათელა იანქოშვილის მუზეუმი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება