მთავარი მენიუს გახსნა

დავით მუსხელიშვილი

ქართველი ისტორიკოსი

დავით მუსხელიშვილი (დ. 19 ოქტომბერი, 1928, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

დავით მუსხელიშვილი
Dr. Muskhelishvili pictured on the left. In Tbilisi, Georgia. IMG 2559.JPG
დაბ. თარიღი 19 ოქტომბერი 1928(1928-10-19) (91 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
სამეცნიერო სფერო ისტორია

ბიოგრაფიარედაქტირება

1956-1960 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1960 წლიდან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1967 წლიდან იმავე ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1999-2006 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

2001 წლიდან არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან - ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

2007 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა.

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • ციხე-ქალაქი უჯარმა, "მეცნიერება", თბილისი, 1966.
  • საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. I, "მეცნიერება", თბილისი, 1977.
  • ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, "მეცნიერება", თბილისი, 1978.
  • საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხი, ტ. II, "მეცნიერება", თბილისი, 1980.
  • Из исторической географии Восточной Грузии, "Мецниереба", Тбилиси, 1982.
  • ქიზიყის ძველი ისტორია, თბილისი, 1982.
  • საქართველოს ისტორიის ატლასი (რედაქტორი და თანაავტორი), თბ., 2003
  • საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევი, თბილისი, 2008.
  • A short Essay on the History of Georgia, Tbilisi, 2008.
  • Zur ethnische Herkunft der Bevölkerung des Landes Daiaeni/Diaoxi. “Georgica”, 27, Aachen

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება