ლევან ალექსიძე
ლევან ალექსიძე (დ. 5 ივლისი, 1926, თბილისი — გ. 1 აგვისტო, 2019, თბილისი[2]) — ქართველი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,[3] პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,[4] საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991),[3] საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1996), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2001). 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. „საერთაშორისო სამართლის“ პირველი ქართველი მეცნიერი. ღირსების ორდენის კავალერი (1996).[5] ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).
ლევან ალექსიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 ივლისი, 1926[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 1 აგვისტო, 2019[1] (93 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | სამართლის დოქტორი |
ჯილდოები | საპატიო ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1926 წლის 5 ივლისს თბილისში. 1946 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.[5] 1950 წლის ივლისში მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „გაეროს უშიშროების საბჭოში მოქმედი ერთხმივობის პრინციპი, როგორც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“. 1964 წლის აპრილში იცავს სადოქტორო დისერტაციას „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“. 1970-1977 წლებში ლევან ალექსიძე მივლინებული იყო ნიუ-იორკსა და ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პასუხისმგებელ მუშაკად. 1975-1976 წლებში ასრულებდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის, აგრეთვე გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომისიის მდივნის მოვალეობას, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას მის მიერ ორგანიზებულ გაეროს სემინარებზე. 1977 წლიდან დღემდე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია,[6] 1977 წლიდან სამართლის საფუძვლებისა და საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგეა.[3] 1985-1992 წლებში თსუ-ს პრორექტორია. 1988 წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2001 წლიდან იგი ამავე აკადემიის ნამდვილი წევრია. ლევან ალექსიძე 150-მდე შრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „თანამედროვე საერთაშორისო სამართალი“ — 441 გვ., თბილისი, იურისტების სამყარო, 2013. — ISBN 978-9941-9343-5-3
- „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი“ — 283 გვ. თბილისი, 2005. ISBN 99940-0-877-3
- „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“ — 146 გვ., თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.
- „საქართველო-რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“ — 247 გვ, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1983
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ პროფესორი ლევან ალექსიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
- ↑ 3.0 3.1 3.2 ალექსიძე ლევან. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.
- ↑ ლევან ალექსიძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.
- ↑ 5.0 5.1 ლევან ალექსიძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.
- ↑ ლევან ალექსიძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-28. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.