ლევან ლაღიძე (დ. 19 მაისი, 1958, თბილისი) — ქართველი მხატვარი.

ლევან ლაღიძე
დაიბადა 19 მაისი, 1958
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი

ლევან ლაღიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1981 წელს. 1985-1988 წლებში იყო თბილისის მხატვრის სახლის ფერწერის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. მისი პერსონალური გამოფენები მოწყობილია თბილისის მხატვართა სახლში, აშშ-ის საელჩოში და გერცევის გალერეაში მოსკოვში. მონაწილეობა აქვს მიღებული კოლექტიურ გამოფენებში ავსტრიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში. მისი ნამუშევრები დაცულია: სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ეროვნული გალერეაში (თბილისი, საქართველო), გალერეა „Gertsev“ (მოსკოვი, რუსეთი), გალერეა „TMS“ (თბილისი, საქართველო). 2011 წლიდან „ლაღიძის გალერეა“-ს მფლობელია.

2023 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)