ომარ მხეიძე

ქართველი მოცეკვავე

ომარ მხეიძე (დ. 25 აპრილი, 1935, სხვავა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 17 ივლისი, 2023)[1]) — ქართველი მოცეკვავე. ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილი წევრი აკადემიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი (1971).

ომარ მხეიძე
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1935
სხვავა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 2023 (88 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მოცეკვავე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ომარ მხეიძე დაიბადა სოფელ სხვავაში, ამბროლაურის რაიონში. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიური). 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), სადაც 30 წელი იღვაწა. იყო კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984–1989 წლებში თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი; ქართული რეპერტუარი: „ხევსურული სიუიტა“, „მხედრული“, „შეჯიბრი“, „მუხამბაზი“, „მთიელ ვაჟთა ცეკვა“, „ქაჯეთის აღება“; გასტროლები: 87 ქვეყანა ანსამბლთან ერთად.

მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი“ (გაზეთი „რაეო“, 2005), „ქართული კულტურის ამაგდარი“ (ქ. თბილისის მერია, 2009), „ქართული კულტურის რაინდი“ (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“, 2014), „საუკუნის მოცეკვავე“ (საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), „ხელოვნების ქურუმი“ (საქართველოს კულტურის სამინისტრო, 2015), პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა „ქართული გალობა“, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა — „ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება“. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ომარ მხეიძე 2023 წლის 17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯილდოები

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 354.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება