ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი

ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი (დ. 4 აპრილი, 1938 — გ. 13 იანვარი, 2022) — ქართველი ხელბურთელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“. სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1973–1984), თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984–1986), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1986–1996) და პირველი მოადგილე (1996–2000), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996–2004) და საპატიო პრეზიდენტი (2004 წლიდან). სპორტის საპატიო ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1998), ღირსების ორდენის და სოკ-ის ორდენის კავალერი.

ჯანო ბაგრატიონი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 4 აპრილი, 1938
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 13 იანვარი, 2022 (83 წლის)[1]
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სპორტი ხელბურთი
კლუბი „ბურევესტნიკი“ (თბ.)

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „გარდაიცვალა ჯანო ბაგრატიონი“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)