ლევან გოფოძე (დ. 1 ოქტომბერი, 1960, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2020).

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1983–1984 წლებში მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში. 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის ურგენტული ქირურგიის პრობლემატურ საკითხებზე. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა „წყლულოვანი ეტიოლოგიის გასტროდუოდენური სისხლდენების მკურნალობის ტაქტიკის არჩევა ჰიპოქსიის საკომპენსაციო სარეზერვო შესაძლებლობების შეფასების გზით“, რომელიც დაიცვა 1998 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება