ვალერიან გუგუნავა
ვალერიან გუგუნავა (დ. 1910, სოფ. ხორში, სენაკის მაზრა — გ. 2002) — ქართველი ეკონომისტი. სოციალისტური შრომის გმირი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1995).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მგეგმავ-ეკონომისტის სპეციალობით. 1933 წლიდან იყო პარტიულ სამუშაოზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველი დღიდანვე მსახურობდა წითელ არმიაში. 1954 წლიდან მუშაობდა თბილისის მერიის, ყოფილ საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში. 1954-1977 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში. ამავე წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდეგ თავმჯდომარე. 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ სოცუზრუნველყოფის სამინისტროს საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსად. 1979-1991 წლებში ასრულებდა საქართველოს ეკონომიკისა და დაგეგმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარი სპეციალისტის მოვალეობებს. 1992-1994წლებში იყო თბილისის მერიის მთავარი მრჩეველი. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, ღირსების ორდენით.