ანატოლი სობჩაკი (რუს. Анато́лий Алекса́ндрович Собча́к; დ. 10 აგვისტო, 1937, ჩიტა, აღმოსავლეთი ციმბირის ოლქი, რსფსრ, სსრკ — გ. 19 თებერვალი, 2000, სვეტლოგორსკი, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი. იურიდიული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1991-1996 წლებში იყო სანქტ-პეტერბურგის მერი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).[1] ქსენია სობჩაკის მამა.

ანატოლი სობჩაკი 1990 წელს

ბაბუა მამის მხრიდან — ანტონ სემიონოვის ძე სობჩაკი, გარუსებული პოლონელი იყო, რომელიც მუშაობდა მანქანათმშენებლად, ხოლო ბებია — ანა ივანოვნა — ჩეხი. დედის მხრიდან ბაბუა რუსი, ბებია კი უკრაინელია[2] მამა — ალექსანდრე ანტონის ძე სობჩაკი (დ. 1909, კოკანდი — გ. 1978, ტაშკენტი), დიდი სამამულო ომის მონაწილე (წითელ არმიაში 1944 წლის ნოემბრიდან, ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი), ფრონტზე 1945 წლის თებერვლიდან. 2009 წლის 18/05/18 29 ბრძანება, უმცროსი ლეიტენანტი სობჩაკი დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენით პერსონალის მომზადებისთვის ფრიშ გაფის ყურის გადაკვეთისთვის)[3]. ომის შემდეგ მუშაობდა რკინიგზის ინჟინრად. დედა — ნადეჟდა ანდროს ასული ლიტვინოვა (1914, კოკანდი — 1986, ტაშკენტი), პროფესიით ბუღალტერი.

1989-1991 წლებში იყო სსრ კავშირის პირველი დემოკრატიული მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1991-1996 სანქტ-პეტერბურგის მერად ყოფნისას მან დაუბრუნა ისტორიული სახელწოდება ყოფილ ლენინგრადს. 1998 წელს სათავეში ჩაუდგა „დემოკრატიული რუსეთის“ საზოგადოებრივ საბჭოს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის პერიოდში ხელმძღვანელობდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების საგამომძიებლო კომისიას და სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ კომისიამ ობიექტურად გამოიძია ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, პირველად სსრკ არსებობის მანძილზე, მომხდარისათვის პასუხისმგებლობა დააკისრა საკავშირო მთავრობას, რამაც რუსეთის რეაქციული წრეების აღშფოთება გამოიწვია. სობჩაკმა სიკვდილის წინ საქართველოს საელჩოს რუსეთში გადასცა 9 აპრილის გამოძიების მასალები, რომელიც თბილისში ჩამოიტანეს. ამ მოვლენების შესახებ დაწერა წიგნი: „თბილისის ჟამტეხილი“ (თბ., 2000)

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება