ანატოლი სობჩაკის ქუჩა

ანატოლი სობჩაკის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან გიორგი ათონელის ქუჩამდე. ყოფილ გიორგის (წმინდა გიორგის) ქუჩას (ახლანდელი ჯორჯაძის ქუჩა) გამოეყო XIX საუკუნის ბოლოს.

ანატოლი სობჩაკის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი გარეთუბანი
წინა სახელები ალექსანდრეს ქუჩა, ხაზინის ქუჩა

თავდაპირველად მას — ალექსანდრეს, 1900 წელს კი, აქ მდებარე სახაზინოს გამო, ხაზინის ქუჩა უწოდეს. 2004 წელს ანატოლი სობჩაკის სახელი ეწოდა. ქუჩას მარცხენა მხარეს გიორგი ლეონიძის ბაღი მიუყვება (ყოფილი ალექსანდრეს ბაღის ქვედა ნაწილი).

ლიტერატურა

რედაქტირება