გიორგი ათონელის ქუჩა

გიორგი ათონელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ორბელიანთუბანი). ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის ქუჩამდე. ადრე იგი ორბელიანის ქუჩის ნაწილს წარმოადგენდა. ქუჩის მიდამოები XVIII საუკუნის შუა წლებამდე სამეფო საკუთრება იყო. 1751 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ ეს მიდამოები „სახასო სასახლის ადგილიდურთ“ სარდალ რევაზ ორბელიანს უბოძა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ქუჩა გაიყო: ერთ ნაწილს ორბელიანის სახელი დარჩა, მეორეს მადათოვის ქუჩა ეწოდა (20-იან წლებში ორბელიანებმა კუთვნილი ადგილის ნაწილი, მათ შორის ყოფილი კუნძილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ახლანდელ მშრალ ხიდთან, გენერალ ვალერიან (როსტომ) მადათოვს მიჰყიდეს, ხოლო მესამეს — დიდი ვანქისა.

გიორგი ათონელის ქუჩა

განახლებული ათონელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი

1922 წელს მადათოვის ქუჩას ვ. ვოლოდარსკის სახელი ეწოდა, დიდი ვანქისას —პრესისა. 1958 წელს პრესის ქუჩას, 1965 წელს კი ორივე ქუჩას გიორგი ათონელის ქუჩა ეწოდა. ქუჩას ესაზღვრება გიორგი ლეონიძის ბაღი (ყოფილი ალექსანდრეს ბაღის ქვედა ნაწილი). ადრე № 31 სახლში სასტუმრო „ლონდონი“ იყო განთავსებული, ხოლო №29-ში — სასტუმრო „გრანდ-ოტელი“. შემონახულია: გალავნისა და ძველი ეკლესიი ნაშთი (სამრეკლოზე მიშენებულია №2 სახლი). ვანქის სამრეკლო (XIX საუკუნე); XIX საუკუნის 50-70-იანი წლებისა და საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები; ეკლექტიკური ხასიათის შენობა №25, რომელშიც ამჟამად განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, აგებულია XIX საუკუნის დასასრულს (ადრე ამ ადგილზე იდგა გრიგოლ ორბელიანის სახლი). ქუჩას აქვს I ჩიხი.

ლიტერატურა

რედაქტირება