ვანქის უბანი, ფაშა-ვანქის უბანი — უბანი ძველ თბილისში, მდებარეობდა ისტორიული ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ორბელიანთუბანში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, ავანაანთხევის (სალალაკისწყლის) მარცხენა სანაპიროსთან.

ვანქის სამრეკლო

სახელი უბანმა მიიღო აქ მდგარი ვანქის (ფაშა-ვანქის) სომხურ-სამოციქულო მონასტრის გამო. პორუჩიკ ჩუიკოს 1800 წლის თბილისის გეგმაზე რომაული ციფრით VII აღნიშნული აქვს „Предместье Ванкис Убани“ (გარეუბანი „ვანქის უბანი“), ხოლო ციფრით VIII — ვანქის ციხე — „Замок Ванк“, რაც შეცდომაა. თბილისის გარეთუბანში „ვანქის ციხე“ არ არსებობდა. ჩუიკომ, ჩანს, ვანქის ტაძრის გალავანი მიიჩნია ციხედ.

ვანქის უბნის საზღვრები ამჟამად დაახლოებით ასე შეიძლება შემოიფარგლოს: აღმოსავლეთით — მტკვარი, სამხრეთით — ბარათაშვილის ქუჩა, დასავლეთით — გიორგი ათონელის ქუჩის მიდამოები და ჩრდილოეთით — მტკვრის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება