მტკვრის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ორბელიანთუბანი); გიორგი ათონელის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 30-იან წლებში. ის მტკვრისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა იყო და სახელიც მას უკავშირდება. ამ ქუჩით თულუხჩები მტკვრიდან ეზიდებოდნენ სასმელ წყალს მოსახლეობისათვის. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მცირე წყალსაზიდი ქუჩა, 1900 წლის გეგმაზე — როგორც მტკვრის ქუჩა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.

მტკვრის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი ორბელიანთუბანი
წინა სახელები მცირე წყალსაზიდი ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება