ელზა ვაშაკიძე (დ. 5 იანვარი, 1950, ქუთაისი) — ქართველი ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. მეცნიერი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2020).

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1973–1974 წლებში იყო თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი. 1974–1977 წლებში — ზესტაფონის რაისაავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ექიმი–ორდინატორი. 1977–1979 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1981–1993 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1993 წლიდან დოცენტი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსული ჰეპატიტების კლინიკური იმუნოლოგიის საკითხებს, ეკუთვნის ერთი გამოგონება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - „ცირკულაციაში მყოფი იმუნოციტების კლინიკურ–პათოგენეზური მნიშვნელობა 13 ჰეპატიტის დროს“, რომელიც 1985 წელს დაიცვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება