ალბერტ თავხელიძე

ქართველი ფიზიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავხელიძე.

ალბერტ ნიკიფორეს ძე თავხელიძე (დ. 16 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 27 თებერვალი, 2010, მოსკოვი) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974) და მისი პრეზიდენტი (1986-2005).

ალბერტ თავხელიძე
დაბ. თარიღი 16 დეკემბერი, 1930(1930-12-16)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 27 თებერვალი, 2010(2010-02-27) (79 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
 რუსეთი
საქმიანობა ფიზიკოსი[1] , პოლიტიკოსი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2]
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მეგობრობის ორდენი, ლენინური პრემია და Russian government prize for science and technology

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1956-1970 წლებში მუშაობდა ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ და სხვა. 1963-1970 წლებში პარალელურად მუშაობდა ქალაქ სერპუხოვში (მოსკოვის ოლქი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში სექტორის ხელმძღვანელად. 1970 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი. თავხელიძის შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. თავხელიძემ ა. ლოგუნოვთან ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი.

1986-2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #1051767571 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Mathematics Genealogy Project — 1997.