ილია ხეროდინაშვილი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ილია ხეროდინაშვილი}} |
ილია შალვას ძე ხეროდინაშვილი (დ. 5 ივლისი, 1934, ხაშური) —ისტორიული პიროვნება, გაზის გამანაწილებელი სისტემების ზოგადი თეორიის ფუძემდებელი, ახალი ტექნოლოგიების, მსოფლიოს შეცვლის და საქართველოს გაზის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი, საქართველოს გაზის დარგში პირველი მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
ილია ხეროდინაშილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 ივლისი, 1934 საქართველო, ქ.ხაშური |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი (1981), ღირსების ორდენი (2002), ღირსების ორდენი (2009), თბილისის საპატიო მოქალაქე (2022) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირება1953 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქ. თბილისის 32-ე საშუალო სკოლა;
1958 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი, კვალიფიკაცია ინჟინერ-მეტალურგი (მეტალურგიული ღუმელების სპეციალობით). 1958 წლის 4 ივნისის დიპლომი №220931 (ინსტიტუტში გაგზავნილი იყო საქართველოს მთავრობის მიერ, კონკურსში გამარჯვების შედეგად, როგორც ნაციონალური კადრი);
1981 წელს დაამთავრა საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი, 1981 წლის დიპლომი №00085;
1990 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის საგარეო ვაჭრობის აკადემია, სპეციალობა – საგარეო ეკონომიკური კავშირები. გაიარა სტაჟირება გერმანიაში). 1990 წლის 3 თებერვლის დიპლომი №139926.
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება1958-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში – მუშად, თბოტექნიკოსად, გაზის მეურნეობის ოსტატად, თბოტექნიკური ლაბორატორიის უფროსად.
1967-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს გაზიფიკაციის მთავარ სამმართველოში (სგმს), „საქმთავარგაზში“:
1967-1968 წწ სგმს ,,საქმთავარგაზის“ განყოფილების უფროსად;
1968-1975 წწ სგმს ,,საქმთავარგაზის“ რესპუბლიკური გამშვებ - გამმართავი სამმართველო „საქორგგაზის“ უფროსად;
1975-1981 წწ სგმს „საქმთავარგაზის“ უფროსის მოადგილედ.
სგმს „საქმთავარგაზი“ 1981 წელს რეორგანიზებული იქნა სგსკ „საქგაზსახკომად“.
1981-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტში, „საქგაზსახკომში“ თავმჯდომარის მოადგილედ.
1985-1988 წლებში ტრესტ „თბილგაზის“ ტრესტის მმართველად.
1988-1993 წლებში მუშაობდა საკავშირო გაზის მრეწველობის სამინისტროში, „მრეწვგაზში“:
1988-1990 წწ სგმს ,,მრეწვგაზის“ საწარმოო – გაერთიანება „საქტრანსგაზმრეწვის“ – გენერალური დირექტორის მოადგილედ;
1990-1993 წწ თურქეთში რუსეთის სახელმწიფო საგარეო - ეკონომიკური საწარმოს „გაზექსპორტის“ წარმოადგენელად.
1994-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მძიმე მრეწველობისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო მრჩეველად.
1996-2000 წლებში მუშაობდა შპს „ორგტექსერვისი“ გენერალური დირექტორად.
1997-2001 წლებში მუშაობდა საპროექტო–საძიებო და სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის, „ჰიდროპროექტის“ დირექტორის მოადგილედ თბოენერგეტიკის დარგში.
1999 წლის 15 აგვისტოდან დღევანდელ დღემდე მუშაობს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“:
1999-2014 წწ ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად;
2014 წლიდან მრჩეველთა საბჭოს უფროს მრჩეველად.
მოღვაწეობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში
რედაქტირება1959 წლის დეკემბერში დაიწყო საქართველოს ობიექტების გაზიფიკაცია. 26.12.1959 წ., როგორც რმქ-ის მეტალურგიული ღუმელების გაზიფიკაციის ხელმძღვანელმა, ბატნ ილიამ აანთო ცისფერი ალი მერვე მარტენის ღუმელში. ანუ 26.12.1959 წ. არის საქართველოს გაზიფიკაციის დაწყების ისტორიული თარიღი, ხოლო ბატონი ილია მისი აღმსრულებელი;
ისტორიული მოვლენა იყო ბატონ ილიას მასწავლებლის, მსოფლიოში ცნობილი და დიდი მეცნიერის მ.გლინკოვის ჩამოსვლა საქართველოში. მისი ჩამოსვლა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რმქ-ში ბატონ ილიამ დაიწყო მისი მეცნიერული თეორიის გამოყენება პრაქტიკაში. ამის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეტალურგიული ღუმელების მუშაობის მაჩვენებლები (გამძლეობა, მწარმოებლურობა და საწვავის ხვედრითი ხარჯი) მკვეთრად გაუმჯობესდა, რითაც დადასტურა მ.გლინკოვის მეცნიერული თეორიის ჭეშმარიტება;
60 რაციონალიზატორული წინადადებების დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რმქ-ის მეტალურგიული ღუმელების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;
მეტალურგიული ქარხნის ეფექური მუშაობა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი პირდაპირ კავშირშია მეტალურგიული ღუმელების გამართულ მუშაობასთნ. რმქ-ში ბატონი ილია იყო პირველი და ერთადერთი მეტალურგიული ღუმელების სპეციალისტი. ბატონ ილიას ყველაზე დიდი დამსახურება მეტალურგიაში ის არის, რომ მან თბოტექნიკურ ლაბარატორიაში (თტლ) შევქმენი მარტენისა და გამათბობელი ღუმელების უბნები, ასევე მეტალურგიული ღუმელების გამართვის მეთოდოლოგია, რომელიც იყო დაფუძნებული მ.გლიმკოვის მეცნიერულ თეორიაზე.
მოღვაწეობა გაზის დარგში
რედაქტირება1. სრულყოფილი მართვის სისტემა უზრუნველყოფს გაზის დარგის სასურველი მიზნების მიღწევას. მართვის ინსტიტუტში ბატონ ილიას სადიპლომო ნაშრომი საფუძვლად დაედო საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის №454 დადგენილებას, გაზის დარგის მართვის სრულყოფაზე.
2. დარგის სისტემური განვითარება შეუძლებელია მეცნიერებისა, ინოვაციური პოლიტიკისა, მაღალი კვალიფიციური კადრებისა და საჭირო ორგანიზაციების შექმნის გარეშე, ამიტომ:
2.1. საქართველოს უნივერსიტეტში შეიქმნა გაზიფიკაციისა და გაზმომარაგების პრობლემების დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. საქართველო საბჭოთა კავშირში, რუსეთის შემდეგ, გახდა მეორე რესპუბლიკა, სადაც ხორციელდებოდა გაზის დარგის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. შეიმუშავა და დაინერგა მრავალი საპილოტე პროექტი (გაზსადენების ჰიდრავლიკური გაანგარიშების ავტომატიზირებული სისტემა და სხვა მრავალი პროექტი);
2.2. საქართველოს მასშტაბით შეიქმნა სასწავლო პუნქტები, შემუშავდა და დაინერგა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელების (ყველა რანგის) დანიშვნის სისტემა;
2.3. შევქმენი 4 რესპუბლიკური მნიშვნელობის ორგანიზაცია, რომლებსაც მიუძღვის უდიდესი როლი საქართველოს გაზის დარგის განვითარებაში:
ა) რესპუბლიკური გამშვებ-გამმართავი სამმართველო (რგგს) "საქორგგაზი". საქორგგაზი ბატონ ილიამ დააარსა 1968 წ. საკავშირო ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ და 7 წელი იყო მისი ხელმძღვანელი. ააშენა საქორგაზის შესაბამისი შენობა.
საქორგგაზი იყო გაზის დარგისა და საქართველოს:
უნიკალური ორგანიზაცია თავისი ფუნქციებით (საქორგაზს ჰქონდა საქართველოს გაზის მეურნეობის უწყებრივი ფუნქცია - საქართველოს გაზის დარგის ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობა, ხელმძღვანელ თანამდებობებზე კვალფიციური კადრების შერჩევა, კადრების სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება, ორგანიზაციულ-ტექნიკური დახმარება, მუშაობის სისტემური სრულყოფა და ა.შ.; საქართველოს მასშტაბიით - საწარმოების გაზიფიკაციას, გაზის გაშვება-გამართვის სამუშაობის შესრულებას, თბური რეჟიმისა და სათბობის ხვედრითი ხარჯის დადგენას, ინსტრუქციების შედგენას და ა.შ.; საკავშირო და საქართველოს საპილოტე პროექტების დანერგვასა და ა.შ);
სანიმუშო ორგანიზაცია შესსრულებული სამუშაოს ხარისხით (კადრების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემით; ბიბლიოთეკის ფონდით; ტექნიკური კაბინეტით - მოქმედი სტენდებით, კინოს აპარატურით, თემატური სასწავლო პლაკატებით და ა.შ.).
1975 წ. საქმთავარგაზის უფროსი ეწვია საქორგაზს, დარწმუნდა მის სანიმუშო საქმიანობაში და შემომთავაზა საქმთავარგაზის უფროსის მოადგილეს თანამდებობა, რათა გარდამექმნა მთავარგაზის ორგანიზაციები სანიმუშო ორგანიზაციებად.
ბ) ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველო (ცსს). ცსს შეიქმნა გაზმოარაგების რეჟიმების სამართავად, გაზის აღრიცხვის, ბალანსების და დანაკარგების ყოველდღიური კონტროლის მიზნით;
გ) სამმართველო ,,საქმიწისქვეშალითონდაცვა“. საქმიწისქვეშალითონდაცვა შეიქმნა ქალაქებში მიწიქვეშა გაზსადენების ელექტროქიმიური დაცვის აღსადგენად;
დ) შრომის სამეცნიერო ორგანიზაციის და წარმოების მართვის რესპუბლიკური ცენტრი (შსოწმ-რც). შსოწმ-რც შეიქმნა ნორმატიული აქტების შემუშავების მიზნით.
სისტემური მიდგომით შემუშავდა გაზის დარგის ორგანიზაციების 120 ნორმატიული აქტი, ყველა სახის საქმიანობისთვის. მიზანი - უსაფრთხო, საიმედო, უწყვეტი და ეფექტური გაზმომარაგება.
საბჭოთა კავშირში საკავშირო სახელმწიფო ორგანოს გარეშე შეუძლებელი იყო დარგის ყველა პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ, 1983 წელს, ორგანიზება გავუკეთა საკავშირო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციას, სადაც გამოვიდა ძირითადი მოხსენებით, რათა შექმნილიყო საკავშირო გაზის დარგის სამინისტრო. რომ არა მიხაილ გორბაჩოვი, საკავშირო სამინისტრო შეიქმნებოდა.
ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების გაზის დარგების ხელმძღვანელებმა ბატონ ილიას ანდეს საკავშირო გაზის დარგის სამინისტროს შექმნა, მეტყველებს საბჭოთა კავშირი მის უდიდეს ავტორიტეტზე.
მოღვაწეობა ტრესტ თბილგაზში
რედაქტირება1983 წელს თბილისში, ექიმის შესახვევზე, საცხოვრებელ კორპუსში მოხდა გაზის აფეთქება და დაიღუპა 74 ადამიანი. ავარიის საგამოძიებო ომისიამ „თბილგაზის“ საქმიანობაში გამოავლინა უხეში დარღვევები.
თბილგაზის მმართველად დაინიშნა (გაზსახკომის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობის შენარჩუნებით) ქ.თბილისისა და საქართველოს ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გაზის მეურნეობაში კატასტროფიულ მდგომარეობის (,,ბომბზე“ შეჯენილი ქალაქი, კორუფცია, მოსახლეობის 60% გაზს ღებულობს ნომინალურზე დაბალი წნევით და ა.შ.) გამოსასწორებლად. ჩატარებულმა ინვენტარიზაციამ გამოავლინა წარმოუდგენელი სახისა და რაოდენობის, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი. დაინერგა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვის სისტემა, ასევე ინოვაციური ღონისძიება (ლაზერული ხელსაწყო, პლაზმური დანადგარი და ა.შ.). ქ.თბილისის გაზის მომხმარებლების საიმედო და ნომინალური პარამეტრებით გაზმომარაგებისა მიზნით მის გარეშემო აშენდა რგოლური მაღალი წნევის (12 კგძ/სმ) მაგისტრალური გაზსადენი, განხორციელდა გაზსადების სისტემური დარგოლვა და ა.შ. ამასთან ერთად უნდოდა დაენერგა ქ.თბილისის გაზის მეურნეობის ტელემექანიზაციის უნიკალური საპილოტე 2 პროექტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით და მისი გაყვანის უნიკალური ხერხით, მაგრამ ფინანსირებაზე უარის გამო პროექტი ვერ შესრულდა.
წევრობა
რედაქტირება- საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (21 ოქტომბერი, 2011 წლის დიპლომი №2481).
- საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი (15 აპრილი, 1998 წლის დიპლომი №077).
- საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (21 ნოემბერი, 2007 წლის დიპლომი №2-266).
წოდებები
რედაქტირება- საქართველოს გაზის დარგის მეცნიერებათა პირველი აკადემიური დოქტორი, 1998 წლის აპრილი (დიპლომი №003055).
- საერთაშორისო (აშშ-ს) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი.
- საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი (1975 წლის 11 სექტემბერის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება).
- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1984 წლის 4 მაისის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება).
- ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი (2002 წლის მოწმობა).
- სსრკ სპორტის ოსტატი კალათბურთში.
- ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე
ჯილდოები
რედაქტირება- საპატიო ნიშნის ორდენი (საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 15 აპრილის №857485 ბრძანებულებით)
- ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი (2002)
- ღირსების ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 სექტემბრის №1177 განკარგულებით)
- ღირსების ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 8 სექტემბრის №623 განკარგულებით)
ნაშრომები
რედაქტირება- 3 მონოგრაფიია;
- 39 მეცნიერული სტატიია;
- 24 მოხსენება, კონცეფცია, ანგარიში და ა.შ.;
- 6 გაზეთის სტატია;
- 32 გამოგონება;
- 60 რაციონალიზატორული წინადადების (დაინერგა რმქ-ის მეტალურგიულ ღუმელებზე);
- 120 ნორმატიული აქტის (გაზის დარგის ორგანიზაციების ყველა სახის საქმიანობაზე);
- 8 შრომა მსოფლიოზე, ქვეყანაზე და ადამიანზე.
შემუშავებული და დანერგილი ინოვაციური პროექტები
რედაქტირება1. დასახლებული პუნქტების გაზიფიკაციის ინოვაციური ტექნოლოგიები.
საბჭოთა კავშირში ქალაქებისა და სოფლების გაზიფიკაცია ხორციელდებოდა ერთნაირი ტექნოლოგიით. 1985 წლიდან, პირველად საბჭოთა კავშირში და მხოლოდ საქართველოში მან შეიმუშავა დასახლებული პუნქტების გაზიფიკაციის ახალი კლასიფიკაცია (ქალააქებისა და სოფლების გაზიფიკაცია განსხვავებული ტექნოლოგიებით) და დანერგა:
ა) სოფლების გაზიფიკაციის ინოვაციური ტექნოლოგიია (მარტივი და 4-ჯერ იაფი).
ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპები 35-ჯერ და 2024 წ. ბოლომდდე გაზიფიცირებული იქნება ყველა (საქართველოში 4500 სოფლია. გაზიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ 2000 სოფელში) სოფელი და საქართველო მსოფლიოში იქნება ერთადერთ სახელმწიფო სადაც გაზიფიცირებულია ყველა სოფელი!!!
ასეთი მასშტაბური გაზიფიკაციის შედეგად:
შემცირდა ტყეების გაჩეხვა, გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური პირობები, შემცირდა ემიგრაცია ქალაქებში, ხელი შეუწყო მცირე ბიზნესის განვითარებას;
სახელმწიფოს დაუზოგა 2 მილიარდაზე მეტი ლარი;
დღეს საქართველო გაზს ენერგიის სახით, მოიხმარს 2-ჯერ მეტს ვიდრე ელექტროენერგიას, რომლის ენერგია ელექტროენერგიასთან შედარებით თითქმის 4-ჯერ იაფია და ა.შ..
ამ საპილოტე პროექტს იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი ხელმძღვანელობით სათავო საკავშირო სარატოვის ინსტიტუტ "გიპრონიიგაზში" შემუშავდა ნაშრომი "საქართველოს დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია";
ბ) ქალაქების გაზიფიკაცია ინოვაციური ტექნოლოგია (4-ჯერ იაფი).
29.10.2003 წელს, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორმა, მან აანთო ცისფერი ალი ქ. ბათუმის ერთერთ ბინაში. ამით დამთავრდა საქართველოს ქალაქების გაზიფიკაცია, მაგრამ დაიწყო გაზიფიცირებული ქალაქების არსებული გაზმომარაგების სისტემების რეკონსტრუქცია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
2. გაზსადენების ელექტროქიმიური დაცვის უნიკალური ხერხი (1984 წ. პატენტები 1246642 და 1253173), რომელიც იყო გასაიდუმლებული სამხედრო ობიექტებზე გამოყენებასთან დაკავშირებით;
3. აბონენტებთან ბუნებრივი გაზის აღრიცხვისა და მომხმარებლებთან ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა (2007 წლის პატენტები №1499 და №1428) და ა.შ.
დანერგილი საპილოტე პროექტები
რედაქტირება1. საბჭოთა კავშირის მნიშვნელობის:
ა) სახურავის მოდულური საქვაბე (დამონტაჟებულია საქორგაზის შენობაში). პროექტი შეიმუშავა და ქვაბი დამზადდა მისი თხოვნით მოსკოვის ინსტიტუტმა. საბჭოთა კავშირში ეს იყო პირველი და ერთადერთი მოდულური საქვაბე. ეს პროექტი დღესაც აქტუალურია;
ბ) ხილის შენახვის დანადგარი;
2. საქართველოს მნიშვნელობის - საღორე ფერმების გათბობა ინფრაწითელი გამოსხივების სანთურებით (დაინერგა საგარეჯოში). ნახევარი საუკუნის შემდეგაც ამ პროექტებს აქტუალობა არ დაუკარგავთ.
ინიცირებული, მაგრამ შეუსრულებელი პროექტები
რედაქტირება1. იტალიური ფირმა "იტალგაზთან" ერთობლივი საწარმოს შექმნის პროექტი თანამედროვე გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველების წარმოების მიზნით;
2. არ გაფორმდა 40-წლიანი კრედიტის ხელშეკრულება ფრანგულ ფირმა "შლიუმბერშესთან" საქართველოს მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში წინასწარი გადახდის სისტემის გაზის საყოფაცხოვრებო მრიცხველების დაყენების მიზნით;
3. ენერგეტიკის სამინისტროს "საქგაზის" დეპარტამენტის ლიკვიდაციის მაგივრად ჰოლდინგურ კომპანიად რეორგანიზაცია და ა.შ.
მნიშვნელოვანი შრომები
რედაქტირება1. შევიმუშავა 4 ენერგეტიკის (გაზის სექტორის) განვითარების კონცეფცია;
2. შევიმუშავა უნევერსალური ფორმულები - გაზსადენების საიმედოობის, ტექნიკური მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების, ენერგეტიკული ეფექტურობის დონის, ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლის და ა.შ. ორ ფორმულას, გაზის გამანაწილებელი სისტემების ენერგეტიკული ეფექტურობის დონის ფორმულასა და გაზის კომპანიების საქმიანობის ეკონომიკური ეფექტიანობის დონის ფორმულას ეწოდა "ხეროდინაშვილის ფორმულა";
3. დანერგა გაზის აღრიცხვისა და გაზმომარაგების რეჟიმების მართვის სისტემა. დამონტაჟდა დასახლებულ პუნქტებისა და საწარმოების (ტერიტორიის გარეთ) მიერ მიღებული გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები, დაიწყო ყოველდღიური გაზის ბალანსის კეთება (შეწდა დავები მიღებულ გაზზე ყოველთვიური აქტების შედგენისას) და ა.შ.;
4. გაზეთებში გამოვაქვეყნე მრავალი სტატია. მაგალითად, გაზეთ "პრავდაში" (№30 1981 წლის 30 იანვარს სტატია "საჭიროა საცავები", №86 1980 წლის 26 მარტს "როგორ დავზოგოთ გაზი" და ა.შ.), რათა საკავშირო ორგანიზაციების დადებითად გადაწყვეტა საქართველოს გაზის დარგში არსებული პრობლემები (ბუნებრივი და თხევადი გაზის საცავების მშენებლობა და ა.შ.) და ა.შ.
საერთაშორისო მნიშვნელობის მოღვაწეობა (ნაშრომები, პროექტები)
რედაქტირება1. 2007 წელს შეიმუშავა გაზის გამანაწილებელი სისტემების ფუნდამენტური ზოგადი მეცნიერული თეორია, რომელიც გამოიცა მონოგრაფიის სახით. ავტორი აღიარებულია აღნიშნული თეორიის ფუძემდებლად და ერთ-ერთ ფორმულას უწოდეს მისი სახელი;
2. თურქეთში მუშაობის დროს მისი ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნა კორიდორად მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისათვის თურქეთში ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით. ამ უკვე მოქმედ გაზსადენმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს გაზმომარაგების საიმედობა;
3. შეიმუშავა ,,მსოფლიოს შეცვლის კონცეფცია“.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს ენერგეტიკოსები, ენციკლოპედია, თბ., 2016. - გვ.435
- საქართველოს გაზის დარგის გამოჩენილი მოღვაწე, ილია ხეროდინაშვილის მოღვაწეობის 50 წლისთავი (ნახევარი საუკუნე ქვეყნისა და გაზის დარგის სამსახურში), ქუთაისი, 2010
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)