საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სემეკი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
რედაქტირება

სემეკი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან.

სემეკის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, კომისიის დებულება და კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. სემეკი ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობის რეგულირებას და ზედამხედველობას, როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ამ სექტორების მარეგულირებელი ერთადერთი ორგანო. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მარეგულირებელი და ადმინისტრაციული პრაქტიკის ჰარმონიზებისა და ამ სექტორების განვითარების მიზნით სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

სემეკი ყოველი წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ. კომისიის წლიური ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, აგრეთვე, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიის ანგარიში ასევე ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.

სემეკი ფინანსურად დამოუკიდებელია. მისი ბიუჯეტის ფორმირების წყაროა რეგულირების საფასური და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

სემეკის მიზნები
რედაქტირება
  • ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობა;
  • წყალმომარაგების სექტორის განვითარების ხელშეწყობა;
  • მომსახურების ხარისხის სრულყოფა;
  • საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
  • მომხმარებელთათვის ახალი და გამარტივებეული დისტანციური სერვისების შეთავაზება;
  • მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლება-მოვალეობების შესახებ;
  • მწვანე ენერგიის წარმოების და ნეტო-აღრიცხვის ხელშეწყობა;
  • ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა.
სემეკის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები
რედაქტირება

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირება და ტარიფების განსაზღვრა; რეგულირებული საწარმოების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი; მომხმარებელთა უფლებების დაცვა; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში წარმოშობილი დავების განხილვა/გადაწყვეტა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.

სემეკის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი
რედაქტირება
კომისიის წევრი 

კომისია შედგება საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრისგან. კომისიის წევრობის კანდიდატს ასახელებს საქართველოს მთავრობა ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კონკურსის საფუძველზე . კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს სპეციალურად შექმნილი შესარჩევი კომისია. კომისიის წევრობის შერჩეულ კანდიდატს საქართველოს მთავრობა ითანხმებს შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა . საქართველოს მთავრობის წარდგინებით კომისიის წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ -მინისტრის თანახელმოწერით . საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. კომისიის წევრი თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

კომისიის თავმჯდომარე

თავმჯდომარეს კომისიის არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით.

სემეკის მოქმედი შემადგენლობა
რედაქტირება

2019 წლის 1 ოქტომბრიდან სემეკის თავმჯდომარეა დავით ნარმანია. სემეკის ამჟამინდელი წევრები არიან: გიორგი ფანგანი; გოჩა შონია; მაია მელიქიძე დაარქივებული 2020-12-23 საიტზე Wayback Machine. ; გიორგი ფრუიძე.

სემეკის სტრუქტურული ერთეულები
რედაქტირება
  • მრჩეველთა საბჭო;
  • ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;
  • ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი;
  • წყალმომარაგების დეპარტამენტი;
  • ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;
  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი;
  • ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი;
  • მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
  • ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;
  • შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;
  • კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
სემეკის მისამართი
რედაქტირება

2008 წლის ივლისიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით კომისია ქ. ქუთაისში ფუნქციონირებდა. 2014 წლის 1 თებერვლიდან კომისიამ მუშაობა გააგრძელა ქ. თბილისში და მისი იურიდიული მისამართია ადამ მიცკევიჩის N19.

სემეკის ვებგვერდი
რედაქტირება

www.gnerc.org