ნუნუ დუღაშვილი
ნუნუ დუღაშვილი (დ. 7 თებერვალი, 1933, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).
1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში — საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი. ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში. პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“. დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
ჯილდოები
რედაქტირება- 1997 — აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- 1998 — ღირსების ორდენი (ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის)