მელორ სტურუა (დ. 10 აპრილი, 1928, თბილისი — გ. 1 ივნისი, 2021, მინეაპოლისი) — ქართველი ჟურნალისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1988).

1949 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. 1950 წლიდან დაიწყო მუშაობა გაზეთ „იზვესტიაში“, ჯერ ლიტ. მუშაკად, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების რედაქტორის მოადგილედ. 1964-1968 წლებში და 1972-1977 წლებში იყო გაზეთ „იზვესტიის“ საკუთარი კორესპონდენტი ინგლისში. 1968-1972 წლებში — აშშ-ში. 1977-1982 წლებში მუშაობდა გაზეთ „იზვესტიის“ საკორესპონდენტო პუნქტის გამგედ აშშ-ში. 1982 წლიდან იყო გაზეთ „იზვესტიის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1989-1990 წლებში მუშაობდა აშშ-ის კარნეგის ფონდის თანამშრომლად საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. 1990-1991 — ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფოს მმართველობის სკოლის თანამშრომელი. 1991 წლიდან — მინესოტის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, პროფესორი. ალექსეი ტოლსტოისა (1983) და ვაცლავ ვოროვსკის (1959) სახელობის პრემიების ლაურეატი. 2000-იანი წლების დასაწყისიდან აგრძელებდა მუშაობას აშშ-ში გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ის მიმომხილველად. ავტორია რამდენიმე წიგნისა.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება