ვან ბაიბურთი (დ. 11 ივლისი, 1940, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.

ვან ბაიბურთი
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1940 (1940-07-11) (83 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1961–1962 წლებში იყო „ახალგაზრდა კომუნისტის“, 1962–1964 წლებში „მოლოდიოჟ გრუზიის“, 1965–1967 წლებში „კომსომოლსკაია პრავდის“ კორესპონდნეტი; 1967–1972 წლებში „სოვეტსკი სპორტის“ საკუთარი კორესპონდენტი სომხეთში; 1972–1977 წლებში „საქინფორმის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი; 1977–1986 წლებში ახალი ამბების სააგენტოს საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; 1986 წლიდან გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი.

1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2009-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)