კახა ცაბაძე

ქართველი კომპოზიტორი

კახა ცაბაძე (დ. 14 სექტემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქე (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2012). კომპოზიტორ გოგი ცაბაძის შვილი.

კახა ცაბაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი, 1959(1959-09-14) (64 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი

ბიოგრაფია რედაქტირება

1982 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიციო). 1982 წლიდან არის თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (კომპოზიცია, თეორიული საგნები). 2003 წლიდან თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირიჟორ–პედაგოგი, 2014 წლიდან მუსიკალური სექტორის ხელმძღვანელი. 2011 წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ–მუზეუმის დირექტორი.

ნამუშევრები რედაქტირება

კონცერტები რედაქტირება

კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები რედაქტირება

  • სიმებიანი კვარტეტი N1 (1988, პირველი შესრულება),
  • სიმებიანი კვარტეტი N2 (1995, პირველი შესრულება),
  • საბავშვო პიესები ფორტეპიანოსათვის, „პატარა პოემა“ ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (პრემირებული), პატარა თემა „თეატრალური ნიღბები“, მათ შორის, საბავშვო პიესები „პეპი გრძელი წინდა“ და „წვიმა“ – თბილისის ნორჩ მუსიკოს–შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის სავალდებულო პროგრამაში

პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის:

გუნდები რედაქტირება

  • a cappella - „ელეგია“, „მრავალჭირვარამგადანახადი“
  • რომანსები, მათ შორის მუხრან მაჭავარიანის და გიული ჩოხელის ლექსებზე

მიუზიკლები რედაქტირება

საბავშვო რედაქტირება

  • „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ზამთრის ზღაპარი“, „მზის ყვავილი“ (1988, გორი)

საესტრადო სიმღერები რედაქტირება

  • „ყვავილების მიწა“
  • „ალიონზე გამიღიმა თბილისმა“
  • „ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ“
  • „სიმღერებით შემოვივლი თბილისს“
  • „თბილისური დილა“
  • „აღსარება“

საბავშვო რედაქტირება

  • „წვიმა“
  • „მამულო“
  • „ბედნიერი დილა“
  • „საახალწლო კარნავალი“

მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის რედაქტირება

მუსიკა მხატვრული კინოფილმისათვის რედაქტირება

  • „სამი ამბავი ტელეფონით“ (1984, რეჟისორი ნარგიზ გარდაფხაძე),
  • დოკუმენტური ფილმი – „დავით და კონსტანტინე“ (2000, რეჟისორი გ. გელაშვილი).

ჯილდოები რედაქტირება

  • 2014 — საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I და III პრემია, რომანსები მუხრან მაჭავარიანისა და გიული ჩოხელის ლექსებზე
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია (საბავშვო მიუზიკლები „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ზამთრის ზღაპარი“)
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I პრემია, საფორტეპიანო კონცერტი
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I პრემია, კონცერტი კლარნეტისათვის

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება