ალექსანდრე დათაშვილი

ალექსანდრე დათაშვილი (დ. 8 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 2003) — ქართველი ინჟინერი. სკკპ წევრი 1957 წლიდან. თბილისის საპატიო მოქალაქე (1988), საქართველოს სსრ დამსახურებული მშენებელი (1971). მიღებული აქვს სოციალისტური შრომის გმირის წოდება ოქროს მედლით „ნამგალი და ურო“ (1980)

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1942 წელს. 1950-1954 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1954 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „თბილმეტრომშენის“ სისტემაში გვირაბგამყვანი ბრიგადის ბრიგადირად. უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის ყველა რიგისა და სადგურის მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება